https://sputnik-georgia.com/20210812/baTumis-mimarTulebiT-damatebiTi-reisi-dainiSna-252565411.html
„საქართველოს რკინიგზამ" ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნა
„საქართველოს რკინიგზამ" ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნა
Sputnik საქართველო
„საქართველოს რკინიგზა“ მოქალაქეებს მგზავრობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. 12.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-12T15:16+0400
2021-08-12T15:16+0400
2021-10-19T18:03+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23282/11/232821166_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_f85044349f65b52f8d36163732d743d7.jpg
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ“ გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო 15 აგვისტოს ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნა, ნათქვამია კომპანიის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.როგორც კომპანიაში აცხადებენ, დამატებულ რეისზე „თბილისი–ბათუმი–თბილისი“ ბილეთები უკვე იყიდება.მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 07:20 საათზე გავა, ბათუმში იქნება 12:55 საათზე. ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გამოვა 17:50 საათზე და თბილისში ჩამოვა 23:22 საათზე.რკინიგზის ადმინისტრაციის განცხადებით, კვლავ ძალაში რჩება COVID-19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები. კერძოდ, მგზავრს ეკრძალება მატარებელში პირბადის გარეშე ასვლა და მგზავრობის პროცესში მისი მოხსნა. გარდა ამისა, მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.ადმინისტრაცია მგზავრებს მოუწოდებს, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.„საქართველოს რკინიგზამ“ სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 27 თებერვლიდან აღადგინა, როდესაც მოიხსნა 2020 წლის ნოემბერში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო საქალაქთაშორისო სამგზავრო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები.
https://sputnik-georgia.com/20210810/saqarTvelos-rkinigzam-baTumis-mimarTulebiT-damatebiTi-reisi-daniSna-252551694.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23282/11/232821166_56:0:945:667_1920x0_80_0_0_3fb201f26b4df82e10c6b6183c035f07.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
„საქართველოს რკინიგზამ" ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნა
15:16 12.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) „საქართველოს რკინიგზა“ მოქალაქეებს მგზავრობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ“ გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო 15 აგვისტოს ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნა, ნათქვამია კომპანიის
Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, დამატებულ რეისზე „თბილისი–ბათუმი–თბილისი“ ბილეთები უკვე იყიდება.
მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 07:20 საათზე გავა, ბათუმში იქნება 12:55 საათზე. ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გამოვა 17:50 საათზე და თბილისში ჩამოვა 23:22 საათზე.
რკინიგზის ადმინისტრაციის განცხადებით, კვლავ ძალაში რჩება COVID-19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები. კერძოდ, მგზავრს ეკრძალება მატარებელში პირბადის გარეშე ასვლა და მგზავრობის პროცესში მისი მოხსნა. გარდა ამისა, მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.
ადმინისტრაცია მგზავრებს მოუწოდებს, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.
„საქართველოს რკინიგზამ“ სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 27 თებერვლიდან აღადგინა, როდესაც მოიხსნა 2020 წლის ნოემბერში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო საქალაქთაშორისო სამგზავრო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები.