თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტობანზე 12 აგვისტოს მოძრაობა შეზღუდულია

© photo: Sputnik / Stringerავტობანი
ავტობანი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
გამოწერა
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის შორაპანი–არგვეთის მონაკვეთზე 12 აგვისტოს დილის 5 საათიდან საღამოს 8 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა ყოველ ერთ საათში 15 წუთით შეიზღუდება.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის მაგისტრალის შორაპანი–არგვეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველ ერთ საათში 15-წუთიანი ინტერვალით ჩაიკეტება, აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ეს შეზღუდვა დღეს 05:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათამდე გაგრძელდება.
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 178-ე კილომეტრზე, შორაპანი–არგვეთის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა.
მშენებლობის პროცესში ამ მონაკვეთზე მდებარე ხიდზე ხორციელდება რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟი, რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე საჭიროა სატრანსპორტო მოძრაობის ჩაკეტვა, აღნიშნავენ დეპარტამენტში.
მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.
ყველა ახალი ამბავი
0