https://sputnik-georgia.com/20210811/taifunma-skulptura-zgvashi-gaitaca-252559510.html
იაპონიაში ტაიფუნმა სამმილიონიანი სკულპტურა ოკეანეში გაიტაცა – ვიდეო
იაპონიაში ტაიფუნმა სამმილიონიანი სკულპტურა ოკეანეში გაიტაცა – ვიდეო
Sputnik საქართველო
დიზაინერ იაეი კუსამას სკულპტურა სახელწოდებით „ყვითელი გოგრა“ ქალაქ ნაოსიმას ნავმისადგომს 1994 წლიდან ამშვენებდა. 11.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-11T17:11+0400
2021-08-11T17:11+0400
2023-07-20T15:43+0400
ვიდეო
მულტიმედია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252559273_0:78:1550:954_1920x0_80_0_0_bfca703249277d17f62e7412d655f139.jpg
„ყვითელმა გოგრამ“ სტიქიის მოძალებას ვერ გაუძლო და ოკეანეში აღმოჩნდა.სკულპტურა ქალაქს ცნობილმა დიზაინერმა იაოე კუსამამ აჩუქა, ის 1994 წლიდან ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა იყო.ქალაქ ნაოსიმას „გოგრა“ უფასოდ გადაეცა, მიუხედავად იმისა, რომ კუსამას მსგავსი სკულპტურები აუქციონებზე რამდენიმე მილიონ დოლარად იყიდებოდა. „ყვითელი გოგრა“ ოკეანეში ქვებზე შეტაკების შედეგად დაზიანდა, ახლა მისი რესტავრაცია მიმდინარეობს.ადრე ტაიფუნისა და ძლიერი ტალღების მოლოდინის დროს სკულპტურა ნავმისადგომიდან გაჰქონდათ ხოლმე, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ იფიქრა, რომ „გოგრა“ ქარიშხალს გაუძლებდა.კუნძული ნაოსიმა, სადაც ამავე დასახელების ქალაქი მდებარეობს, ცნობილია, როგორც „ხელოვნების კუნძული“. აქ მრავლადაა მუზეუმები და გამოფენები, ასევე ხელოვნების ნიმუშები.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252559273_32:0:1550:954_1920x0_80_0_0_3b237471983bf087992cbd01bc29d405.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვიდეო, მულტიმედია, მსოფლიოს ახალი ამბები
ვიდეო, მულტიმედია, მსოფლიოს ახალი ამბები
იაპონიაში ტაიფუნმა სამმილიონიანი სკულპტურა ოკეანეში გაიტაცა – ვიდეო
17:11 11.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) დიზაინერ იაეი კუსამას სკულპტურა სახელწოდებით „ყვითელი გოგრა“ ქალაქ ნაოსიმას ნავმისადგომს 1994 წლიდან ამშვენებდა.
„ყვითელმა გოგრამ“ სტიქიის მოძალებას ვერ გაუძლო და ოკეანეში აღმოჩნდა.
სკულპტურა ქალაქს ცნობილმა დიზაინერმა იაოე კუსამამ აჩუქა, ის 1994 წლიდან ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა იყო.
ქალაქ ნაოსიმას „გოგრა“ უფასოდ გადაეცა, მიუხედავად იმისა, რომ კუსამას მსგავსი სკულპტურები აუქციონებზე რამდენიმე მილიონ დოლარად იყიდებოდა.
„ყვითელი გოგრა“ ოკეანეში ქვებზე შეტაკების შედეგად დაზიანდა, ახლა მისი რესტავრაცია მიმდინარეობს.
ადრე ტაიფუნისა და ძლიერი ტალღების მოლოდინის დროს სკულპტურა ნავმისადგომიდან გაჰქონდათ ხოლმე, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ იფიქრა, რომ „გოგრა“ ქარიშხალს გაუძლებდა.
კუნძული ნაოსიმა, სადაც ამავე დასახელების ქალაქი მდებარეობს, ცნობილია, როგორც „ხელოვნების კუნძული“. აქ მრავლადაა მუზეუმები და გამოფენები, ასევე ხელოვნების ნიმუშები.