მაშველებმა სოფელ გოსტიბედან დაკარგული 66 წლის ქალი უვნებელი იპოვეს

© photo: press-service of the Ministry of Internal Affairs of Georgia / Emergency Management Serviceმაშველებმა დაკარგული ქალი იპოვეს
მაშველებმა დაკარგული ქალი იპოვეს - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
გამოწერა
მაშველებმა ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, აცხადებენ უწყებაში.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. მეხანძრე-მაშველებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბედან დაკარგული 66 წლის ქალი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქალი 7 აგვისტოს, სავარაუდოდ, ტყის მიმართულებით გავიდა, რის შემდეგაც ოჯახის წევრებმა მისი კვალი დაკარგეს. რამდენიმედღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა გაუჩინარებული ქალბატონის ადგილსამყოფელს მიაგნეს და ის უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ქალის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სახანძრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი ყველა აუცილებელი აღჭურვილობით. ძებნის პროცესში ასევე ჩართული იყო საფრენი აპარატი დრონი.
ყველა ახალი ამბავი
0