https://sputnik-georgia.com/20210811/citramoni-252552865.html
როდის არის „ციტრამონის“ მიღება დაუშვებელი: ღოღობერიძე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
როდის არის „ციტრამონის“ მიღება დაუშვებელი: ღოღობერიძე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
Sputnik საქართველო
ბევრ ადამიანს მხოლოდ ადრინდელი, კარგად ნაცნობი მედიკამენტების სჯერა და სრულიად უსაფრთხოდ მიიჩნევს მათ. ასეთი მედიკამენტების რიცხვს მიეკუთვნება „ციტრამონიც“. ის... 11.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-11T12:39+0400
2021-08-11T12:39+0400
2023-07-21T10:26+0400
სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/12/251756716_0:119:3076:1858_1920x0_80_0_0_6760b382002fb516ef6409d01af4be06.jpg
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არსებობს ადამიანების კატეგორია, ვისთვის არ შეიძლება მისი მიღება. რა უნდა ვიცოდეთ „ციტრამონის“ შესახებ და რა დროს არის დაუშვებელი მისი მიღება, ამის შესახებ ექიმმა-რეზიდენტმა გიორგი ღოღობერიძემ ლაივ–ჩართვაში ისაუბრა.- მინდა, რომ განვიხილო ცნობილი მედიკამენტი, რომელიც ძალიან პოპულარულია საზოგადოებაში. ჩემს ბავშვობაშიც ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა სხვადასხვა ჩივილების დროს. ეს მედიკამენტია „ციტრამონი“.რა შემადგენლობისაა „ციტრამონი“„ციტრამონი“ კომბინირებული მედიკამენტია. მასში შედის აცეტილსალიცილის მჟავა, იგივე ასპირინი, პარაცეტამოლი და კოფეინი. სწორედ ამიტომაა, რომ „ციტრამონს“ თითქმის ყველაფერზე იყენებენ: თავის ტკივილის, მტკივნეული ციკლის, კბილის ტკივილის, ცხელების დროს. გაიცემა რეცეპტის გარეშე. მივიღე წერილი, სადაც მშობელი მიყვებოდა, ბავშვს სიცხე აქვს, „ციტრამონს“ ვაძლევ და კიდევ რა შეიძლება მივცეო. არის რაღაცები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ…ის, რაც რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ „ციტრამონის“ შესახებფაქტი პირველი - „ციტრამონის“ გამოყენება ბავშვებში კატეგორიულად აკრძალულია, რადგან ის შეიცავს ასპირინს, ანუ აცეტილსალიცილის მჟავას.ამერიკაში აცეტილსალიცილის მჟავა 19 წლამდე აკრძალულია, ხოლო ბრიტანეთში - 16 წლამდე. სხვათა შორის, ამერიკაში აკრძალულია ბავშვებისთვის ნებისმიერი მედიკამენტის მიყიდვა, რომელიც ასპირინს შეიცავს. აღნიშნულ ასაკში ასპირინის შემცველი მედიკამენტების გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია ძალიან მძიმე დაავადება, რეიეს სინდრომი განვითარდეს. ასპირინი ბავშვის ღვიძლს აზიანებს და იმის გამო, რომ სისხლში ბევრი ამიაკი გროვდება, თავის ტვინზე მავნედ მოქმედებს და იწვევს თავის ტვინის შეშუპებას. საბოლოო ჯამში ბავშვს ჯერ გამონაყარი ექნება ხელის გულზე, მერე ექნება შეუჩერებელი და ძალიან ძლიერი ღებინება, შემდეგ ცნობიერების დათრგუნვა და როცა უკვე თავის ტვინი შეშუპდება, განვითარდება კრუნჩხვა და კომური მდგომარეობა. ამ სინდრომის დროს გარდაცვალების რისკი 30%-ია. რომც გადაურჩეს მდგომარეობას, ძალიან ბევრ ბავშვს რჩება ნევროლოგიური დარღვევები. ამიტომ, დაიმახსოვრეთ: ბავშვებს „ციტრამონს“ არ ვაძლევთ! თუ სიცხე აქვს ან რამე სტკივა, შეგიძლიათ ალტერნატიული გზა მონახოთ და „იბუპროფენი“ და „პარაცეტამოლი“ მისცეთ.როდის არ შეიძლება „ციტრამონის“ მიღება„ციტრამონის“ მიღება არ შეიძლება მაშინაც, როცა ადამიანს კუჭისა და თორმეტგოჯას დაავადებები აწუხებს. თუ ვინმეს მანამდე წყლული, გასტრიტი, თორმეტგოჯა პათოლოგიები ჰქონდა, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი შეიძლება სისხლიანი ღებინებით, წვის შეგრძნებით, კუჭის ტკივილით, შავი განავლით დასრულდეს. ამიტომ თუ კუჭისა და თორმეტგოჯას დაავადებები გაწუხებთ, ექიმთან კონსულტაციის გარეშე „ციტრამონი“ არ მიიღოთ. გარდა ამისა, „ციტრამონში“ კიდევ ერთი პრეპარატია, „პარაცეტამოლი“, რაც ასევე იწვევს კუჭის მკვეთრ გაღიზიანებას.მესამე რეკომენდაცია იქნება ის, რომ თუ ღვიძლის დაავადებები გაწუხებთ, ამ შემთხვევაშიც არ არის სასურველი „ციტრამონის“ მიღება. პრეპარატმა შეიძლება სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება და საბოლოო ჯამში ღვიძლის უკმარისობის დამძიმება გამოიწვიოს. „ციტრამონის“, „პარაცეტამოლის“ გამოყენება არ შეიძლება მაშინ, როცა ადამიანი იმყოფება ისეთ მედიკამენტებზე, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ, იღებს საძილე საშუალებებს. თუ გაწუხებთ პოდაგრა ან ფეხმძიმედ ხართ, ან კიდევ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ამ შემთხვევაში „ციტრამონი“ არ უნდა მიიღოთ.თუ „ციტრამონის“ გამოყენება გინდათ და კუჭის დაავადებები გაწუხებთ, კარგად გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ის საკვების მიღების შემდეგ უნდა დალიოთ. შეიძლება იმავდროულად „ომეპრაზოლის“ ან სხვა „დამცავის“ გამოყენება დაგჭირდეთ, რომ პროცესი არ გაგირთულდეთ.როგორია დღიური დოზაამ მედიკამენტის დღიური დოზა 6 აბზე მეტი არ უნდა იყოს. ასევე, თუ გაწუხებთ ბრონქული ასთმა, „ციტრამონის“ გამოყენება ნაკლებად სასურველია.
https://sputnik-georgia.com/20210623/medikamentebisfasebi-saqarTveloSi-da-mezobel-qveynebSi-252096414.html
https://sputnik-georgia.com/20210423/paracetamoli-vis-ekrZaleba-miReba-eqimis-rCeva-251545524.html
https://sputnik-georgia.com/20210411/medikamentebi-da-produqtebi-romlebis-ertad-mighebatc-arsheidzleba-235188108.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
მარი ნებიერიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24557/38/245573805_0:0:854:853_100x100_80_0_0_2fd2b25d05454bf67af3392d7f91b320.jpg
მარი ნებიერიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24557/38/245573805_0:0:854:853_100x100_80_0_0_2fd2b25d05454bf67af3392d7f91b320.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/12/251756716_0:22:3076:1955_1920x0_80_0_0_dbd4a4f958c7f16da54a324eb80c2ad4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მარი ნებიერიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24557/38/245573805_0:0:854:853_100x100_80_0_0_2fd2b25d05454bf67af3392d7f91b320.jpg
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
როდის არის „ციტრამონის“ მიღება დაუშვებელი: ღოღობერიძე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
12:39 11.08.2021 (განახლებულია: 10:26 21.07.2023) ბევრ ადამიანს მხოლოდ ადრინდელი, კარგად ნაცნობი მედიკამენტების სჯერა და სრულიად უსაფრთხოდ მიიჩნევს მათ. ასეთი მედიკამენტების რიცხვს მიეკუთვნება „ციტრამონიც“. ის ერთ-ერთი ყველა დროის პოპულარული პრეპარატია.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არსებობს ადამიანების კატეგორია, ვისთვის არ შეიძლება მისი მიღება. რა უნდა ვიცოდეთ „ციტრამონის“ შესახებ და რა დროს არის დაუშვებელი მისი მიღება, ამის შესახებ ექიმმა-რეზიდენტმა გიორგი ღოღობერიძემ ლაივ–ჩართვაში ისაუბრა.
- მინდა, რომ განვიხილო ცნობილი მედიკამენტი, რომელიც ძალიან პოპულარულია საზოგადოებაში. ჩემს ბავშვობაშიც ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა სხვადასხვა ჩივილების დროს. ეს მედიკამენტია „ციტრამონი“.
რა შემადგენლობისაა „ციტრამონი“
„ციტრამონი“ კომბინირებული მედიკამენტია. მასში შედის აცეტილსალიცილის მჟავა, იგივე ასპირინი, პარაცეტამოლი და კოფეინი. სწორედ ამიტომაა, რომ „ციტრამონს“ თითქმის ყველაფერზე იყენებენ: თავის ტკივილის, მტკივნეული ციკლის, კბილის ტკივილის, ცხელების დროს. გაიცემა რეცეპტის გარეშე. მივიღე წერილი, სადაც მშობელი მიყვებოდა, ბავშვს სიცხე აქვს, „ციტრამონს“ ვაძლევ და კიდევ რა შეიძლება მივცეო. არის რაღაცები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ…
ის, რაც რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ „ციტრამონის“ შესახებ
ფაქტი პირველი - „ციტრამონის“ გამოყენება ბავშვებში კატეგორიულად აკრძალულია, რადგან ის შეიცავს ასპირინს, ანუ აცეტილსალიცილის მჟავას.
ამერიკაში აცეტილსალიცილის მჟავა 19 წლამდე აკრძალულია, ხოლო ბრიტანეთში - 16 წლამდე. სხვათა შორის, ამერიკაში აკრძალულია ბავშვებისთვის ნებისმიერი მედიკამენტის მიყიდვა, რომელიც ასპირინს შეიცავს. აღნიშნულ ასაკში ასპირინის შემცველი მედიკამენტების გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია ძალიან მძიმე დაავადება, რეიეს სინდრომი განვითარდეს. ასპირინი ბავშვის ღვიძლს აზიანებს და იმის გამო, რომ სისხლში ბევრი ამიაკი გროვდება, თავის ტვინზე მავნედ მოქმედებს და იწვევს თავის ტვინის შეშუპებას. საბოლოო ჯამში ბავშვს ჯერ გამონაყარი ექნება ხელის გულზე, მერე ექნება შეუჩერებელი და ძალიან ძლიერი ღებინება, შემდეგ ცნობიერების დათრგუნვა და როცა უკვე თავის ტვინი შეშუპდება, განვითარდება კრუნჩხვა და კომური მდგომარეობა. ამ სინდრომის დროს გარდაცვალების რისკი 30%-ია. რომც გადაურჩეს მდგომარეობას, ძალიან ბევრ ბავშვს რჩება ნევროლოგიური დარღვევები. ამიტომ, დაიმახსოვრეთ: ბავშვებს „ციტრამონს“ არ ვაძლევთ! თუ სიცხე აქვს ან რამე სტკივა, შეგიძლიათ ალტერნატიული გზა მონახოთ და „იბუპროფენი“ და „პარაცეტამოლი“ მისცეთ.
როდის არ შეიძლება „ციტრამონის“ მიღება
„ციტრამონის“ მიღება არ შეიძლება მაშინაც, როცა ადამიანს კუჭისა და თორმეტგოჯას დაავადებები აწუხებს. თუ ვინმეს მანამდე წყლული, გასტრიტი, თორმეტგოჯა პათოლოგიები ჰქონდა, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი შეიძლება სისხლიანი ღებინებით, წვის შეგრძნებით, კუჭის ტკივილით, შავი განავლით დასრულდეს. ამიტომ თუ კუჭისა და თორმეტგოჯას დაავადებები გაწუხებთ, ექიმთან კონსულტაციის გარეშე „ციტრამონი“ არ მიიღოთ. გარდა ამისა, „ციტრამონში“ კიდევ ერთი პრეპარატია, „პარაცეტამოლი“, რაც ასევე იწვევს კუჭის მკვეთრ გაღიზიანებას.
მესამე რეკომენდაცია იქნება ის, რომ თუ ღვიძლის დაავადებები გაწუხებთ, ამ შემთხვევაშიც არ არის სასურველი „ციტრამონის“ მიღება. პრეპარატმა შეიძლება სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება და საბოლოო ჯამში ღვიძლის უკმარისობის დამძიმება გამოიწვიოს. „ციტრამონის“, „პარაცეტამოლის“ გამოყენება არ შეიძლება მაშინ, როცა ადამიანი იმყოფება ისეთ მედიკამენტებზე, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ, იღებს საძილე საშუალებებს. თუ გაწუხებთ პოდაგრა ან ფეხმძიმედ ხართ, ან კიდევ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ამ შემთხვევაში „ციტრამონი“ არ უნდა მიიღოთ.
თუ „ციტრამონის“ გამოყენება გინდათ და კუჭის დაავადებები გაწუხებთ, კარგად გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ის საკვების მიღების შემდეგ უნდა დალიოთ. შეიძლება იმავდროულად „ომეპრაზოლის“ ან სხვა „დამცავის“ გამოყენება დაგჭირდეთ, რომ პროცესი არ გაგირთულდეთ.
ამ მედიკამენტის დღიური დოზა 6 აბზე მეტი არ უნდა იყოს. ასევე, თუ გაწუხებთ ბრონქული ასთმა, „ციტრამონის“ გამოყენება ნაკლებად სასურველია.