აჭარის რეგიონში ერთ დღეში ათი ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს

© photo: Sputnikბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
გამოწერა
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვ.
თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. აჭარაში ქორწილებისა და ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვისთვის ათი ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს, მათგან ორს დაეკისრა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ნათქვამია შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე კოორდინირებული მუშაობისთვის სხვა ზედამხედველი უწყებების წარმომადგენლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შეხვდა. უწყების ცნობით, ერთობლივ შეხვედრაზე შეზღუდვებზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ბათუმის დრამატული თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
ბათუმში მუსიკისა და ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალი აღარ ჩატარდება
ასევე, დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებისთვის, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ადგილობრივ ოპერაციულ შტაბს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, პრევენციულ ღონისძიებებში ადგილობრივი უწყებების ჩართულობასა და რეაგირების მიმართულებით კოორდინირებულად მუშაობაზე იმსჯელეს.
უწყების ცნობით, აკრძალული საქმიანობის გამოვლენის პროცესში, შრომის ინსპექციასთან ერთად შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის და ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები არიან ჩართულები.
უწყების განცხადებით, ოპერატიული ჯგუფები დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფენ. ოპერირება ყველა რეგიონულ ცენტრში ხორციელდება.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოდან გამკაცრდა კონტროლი ქორწილის, ქელეხის, იუბილესა და მსგავსი ღონისძიებების გამართვასა და ღამის საათებში რესტორნების მუშაობაზე. კვების ობიექტები მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო ფაქტის გამეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.
 
ყველა ახალი ამბავი
0