ტურისტების მისაზიდად: ეგვიპტის მაღალი კლასის სასტუმროებში ფასები მნიშვნელოვნად დაიკლებს

© photo: Sputnik / Oleg lastochkin / გადასვლა მედიაბანკშიხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „სოფიგელი“
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „სოფიგელი“ - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
გამოწერა
ეგვიპტის ოთხ- და ხუთვარსკვლავიან ოტელებში ღირებულების გაიაფება და ავიაკომპანიებისთვის დაწესებული შეღავათები მომავალი წლის აპრილამდე იმოქმედებს.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ეგვიპტის ხელისუფლება მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ოთხ- და ხუთვარსკვლავიან ოტელებში მინიმალური ფასის დადგენას გეგმავს, რათა მაღალი ხარისხის სერვისი გარანტირებული იყოს, განაცხადა პრესკონფერენციაზე ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა ჰალედ ალ-ანანიმ.
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
„მოგზაურობა ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელიცაა“ - მოკლედ ტურიზმის შესახებ 2021 წელს
„ხუთვარსკვლავიან ოტელებში მინიმალური ფასი კაცზე 40 დოლარი იქნება, ოთხვარსკვლავიანებში — 28 დოლარი. ეს აღმოფხვრის ოტელიერებს შორის არალეგალურ კონკურენციას, რომლებიც ფასს აკლებენ, თუმცა ტურისტებს არასაკმარისად კარგ სერვისს სთავაზობენ. ჩვენ ორი თვის წინ დავიწყეთ ოტელებში კომისიების დაგზავნა, რომლებიც სერვისის დონესა და მის ვარსკვლავებთან შესაბამისობას ამოწმებენ“, — აღნიშნა მინისტრმა.
ალ-ანანის თქმით, მთავრობა ეხმარება ტურისტულ ბიზნესს აღდგენაში და საგადასახადო და სხვა ტიპის შეღავათებს სთავაზობს მათაც და ავიაკომპანიებსაც.
კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის სამინისტრომ აეროპორტებში თვითმფრინავების მომსახურების ფასები 20-50%-ით შეამცირა, საწვავის ღირებულება კი ყოველ დოლარზე 15 ცენტით დაბლა დასწია.
მინისტრის თქმით, ეს ფასდაკლებები 2022 წლის აპრილამდე იმოქმედებს, რაც ეგვიპტეში მეტ უცხოელ ტურისტს მიიზიდავს.
 
ყველა ახალი ამბავი
0