„ზუმდაზუმი“ კარდაკარის ნაცვლად: „გირჩი“ თავის კანდიდატებს ვირტუალურად წარადგენს

© photo: Sputnik / Stringerვახტანგ მეგრელიშვილი
ვახტანგ მეგრელიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გამოწერა
ყველაფერი ჩატარდება ვირტუალურად, დისტანციურად და მაქსიმალურად უსაფრთხოდ - ასე შეიძლება დახასიათდეს პარტია „გირჩის“ წინასაარჩევნო კამპანია კორონავირუსის პანდემიის პირობებში
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „გირჩმა“ თავისი ვირტუალური წინასაარჩევნო კამპანია „ზუმდაზუმი“ დაიწყო.
„ზუმდაზუმი“ არის საარჩევნო კამპანია „კარდაკარის“ ელექტრონული ანალოგი, როდესაც პოლიტიკოსები პირადად სტუმრობენ ამომრჩევლებს და მათ თავის საარჩევნო პროგრამას აცნობენ.
პარტიის ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ვირტუალური საარჩევნო კამპანია ყველაზე კარგად მიესადაგება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას.
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
„ოცნება“ პირობას დებს, რომ არჩევნებისთვის ყველა თავის მომხრესა და ცესკოს წევრს აცრის
„აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვიწევს ისეთი კამპანიის ჩატარება, რომ ვიაროთ ქუჩა-ქუჩა, ადამიანებს ვეხვიოთ და ასე შემდეგ, რაც არის ტრადიციული ქართული წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და ახლა ამ კორონავირუსის პანდემიის დროს მაინცდამაინც ლამაზად არ გამოიყურება. შესაბამისად, ჩვენ ამის გაკეთებას ისედაც არ ვაპირებდით, მაგრამ სწორად დაემთხვა, რომ ჩვენი კამპანია ზუსტად ჯდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
„გირჩმა“ უკვე გააცნო ამომრჩევლებს თავისი კანდიდატები თბილისში - ჰერმან საბო, როლანდ ნაჭყებია, ოთო ზაკალაშვილი.
ჩართვამდე რამდენიმე საათით ადრე „გირჩი“ თავის Facebook-გვერდზე ვიდეოკონფერენციის ლინკს აქვეყნებს.
საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. „გირჩის“ რიგითი ნომერია ბიულეტენში - 36.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „გირჩმა“ ოთხი სადეპუტატო მანდატი მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0