ვენეცია ისევ დაიტბორა: ტურისტები მუხლებამდე წყალში დადიან – ვიდეო

გამოწერა
ვენეციაში მოქცევის შემდეგ სან-მარკოს მოედანი წყალმა დაფარა. წყალზე გაშენებული ქალაქისთვის მსგავსი მოვლენა ზაფხულობით საკმაოდ იშვიათია.
კლიმატის ცვლილებისა და ზღვის დონის აწევის გამო სან-მარკოს მოედანზე წყალმოვარდნა 1900 წელთან შედარებით 60-ჯერ უფრო ხშირად ხდება. თუმცა ტურისტები, როგორც ჩანს, არც ისე შეწუხებული არიან ამ მოვლენით. ბევრმა მათგანმა უბრალოდ ფეხზე გაიხადა და ისე გადალახა წყალი.
ყველა ახალი ამბავი
0