სიკვდილიანობა 137%-ით გაიზარდა – ივანე ჩხაიძე დელტა შტამის გავრცელებაზე

© Sputnik / Alex Shlamovადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა – გარდაიცვალა 54 ადამიანი.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. „დელტა“ შტამის გამო ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა 85%-ით, ლეტალობა კი 137%-ით არის გაზრდილი, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
გარდაიცვალა 54: 10 აგვისტოს კოვიდ–სტატისტიკა>>
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი მაღალია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც.
  • „დელტა ვარიანტი 85%-ით უფრო მეტად იწვევს საავადმყოფოში დაწოლის აუცილებლობას, ვიდრე კორონავირუსის ალფა, იგივე ე.წ. ბრიტანული მუტაცია. ლეტალურ შედეგს კორონავირუსის დელტა მუტაცია 137%-ით უფრო მეტად განაპირობებს, ვიდრე ბრიტანული ვარიანტი. ეს ორი მახასიათებელი – უფრო მეტად მძიმე მიმდინარეობა და მეტი ლეტალობა არის ის, რაც აისახა საქართველოს რეალობაშიც“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ჩხაიძის თქმით, ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რამაც შესაძლოა ქვეყანაში ვირუსის ასეთი სწრაფი გავრცელება შეაჩეროს. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ.
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
როგორ უნდა გავუმკლავდეთ ვირუსის მეოთხე ტალღას – მინისტრის პასუხი
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.697-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 455.846-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 54 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6.182-ს მიაღწია.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოდან საქართველოში ღია სივრცეებში ხუთზე მეტი პირის შეკრების შემთხვევაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.
გარდა ამისა, ქვეყანაში აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა, კვების ობიექტებს კი მუშაობა რეგულაციების დაცვით მხოლოდ 24:00 საათამდე შეუძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური