„ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის მერია
რუსთავის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გამოწერა
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები რუსთავის საკრებულოში ქალაქის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ დაასახელა.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. რუსთავის მერობის კანდიდატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ ნინო ლაცაბიძემ ქალაქის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
წინასაარჩევნო სიმბოლიკა - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
ოპოზიციური პარტიები ჯერ არ არიან მზად მერობის კანდიდატების წარსადგენად
ლაცაბიძის განცხადებით, ეს მისთვის განსაკუთრებული დღეა, რადგანაც იწყება ქალაქის განვითარების ახალ კონცეფციაზე მუშაობა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა და ხედვა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს იცხოვროს ისეთ რუსთავში, რომელიც იქნება ეკონომიკურად ძლიერი და ვიცხოვრებთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. მინდა გჯეროდეთ, რომ როგორც დღეს, ყოველთვის ვიდგები ჩემი ქალაქის და თითოეული ადამიანის გვერდით, ვისთვისაც ჩემი მხარდაჭერა იქნება მნიშვნელოვანი, რათა ჩვენ ყველამ ერთად შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ახალი გამარჯვებებისთვის“, – განაცხადა ლაცაბიძემ.
ლაცაბიძემ მადლობა გადაუხადა რუსთავის მოქმედ მერს ირაკლი ტაბაღუას. მისი თქმით, ტაბაღუამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რომელიც რუსთავს მრავალ სარგებელს მოუტანს მომდევნო წლებში.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
პრემიერი: მერებსა და საჯარო მოხელეებს ხელფასი ეტაპობრივად გაეზრდებათ
რუსთავის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებად ლაცაბიძემ დაასახელა მიშა ბერუაშვილი, ზაზა ტოგონიძე, ნინო ქავთარაძე, გოჩა ლორია, ლაშა ბუსხრიკიძე, გიგა ვეფხვაძე, ბადრი მაჭავარიანი, დავით იშხნელი, რევაზ გოგიძე, ლია ჯღარკავა, მამუკა რეხვიაშვილი, ზურაბ ტაბაღუა, ლელა ლუარსაბიშვილი, მამუკა ხელაია, ამირან ჯანჯღავა, მარი ლიპარტელიანი, ლაშა ჩოფლიანი, გიორგი ტუხაშვილი, თამარ გოგაძე, ლაშა ბიკაშვილი, გიგა კიკვაძე, თამარ გულიაშვილი.
„დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ჩვენი გუნდი თითოეული რუსთაველის იმედებს აუცილებლად გაამართლებს“, – აღნიშნა ლაცაბიძემ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ყველა ახალი ამბავი
0