https://sputnik-georgia.com/20210810/kaladze-vaqcinacia-letalobisgan-gvicavs-252551632.html
კალაძე: ვაქცინაცია არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც სიკვდილისგან გვიცავს
კალაძე: ვაქცინაცია არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც სიკვდილისგან გვიცავს
Sputnik საქართველო
გართულებული ეპიდვითარების ფონზე ეპიდემიოლოგები და მთავრობა მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. 10.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-10T16:25+0400
2021-08-10T16:25+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1d/252161244_0:104:2001:1229_1920x0_80_0_0_185e98e60d6e881ebb713a40bfea79cd.jpg
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც გვიცავს სიკვდილისგან, ამიტომაც აუცილებელია იმუნიზაციის პროცესში მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩაერთოს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებლის ზრდასთან ერთად იზრდება ლეტალობის შემთხვევები – ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 5.697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 54 ადამიანი.„დღეს არსებული რთული ეპიდვითარების ფონზე ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყველამ უნდა ჩაიტაროს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, რათა დავიცვათ როგორც ჩვენი, ისე ირგვლივ მყოფთა სიცოცხლე. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ ყველა რეგულაცია, თავი შევიკავოთ თავყრილობებისგან, დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ პირბადე“, – განაცხადა კალაძემ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების რეჟიმი ამოქმედდა. კერძოდ, ღია სივრცეში, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულოა. გარდა ამისა, მკაცრდება კონტროლი ქორწილის, ქელეხის, იუბილესა და მსგავსი ღონისძიებების გამართვაზე და ღამის საათებში რესტორნების მუშაობაზე. კვების ობიექტები მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო ფაქტის გამეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ჩინური Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მლნ დოზა შემოვიდა.კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო AstraZeneca-ს პრეპარატით, ხოლო Pfizer-ით – 30 მარტს. 4 მაისიდან საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაცია ჩინური პრეპარატი Sinopharm-ით, ხოლო 24 მაისიდან – Sinovac-ით დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა დაბალი მიმართვიანობის გამო პროგრამა თანდათან გაფართოვდა და ამჟამად აცრის ჩატარება უკვე 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს შეუძლიათ ვაქცინებით Pfizer, Sinopharm ან Sinovac. ამას გარდა, ამჟამად საქართველოში 16 წელს ზემოთ პირების აცრა დასაშვებია Pfizer-ის ვაქცინით, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით შეუძლიათ AstraZeneca აირჩიონ.ბოლო მომაცემებით, საქართველოში ვაქცინაცია 664.997-მა ადამიანმა ჩაიტარა, სრული ორი დოზით აცრილია 203.744 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210810/qveynis-mtavari-restoratori-iniciativit-gamodis-252551112.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1d/252161244_110:0:1889:1334_1920x0_80_0_0_87afc1b1298916e268075c38d9a2a77e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
კალაძე: ვაქცინაცია არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც სიკვდილისგან გვიცავს
16:25 10.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) გართულებული ეპიდვითარების ფონზე ეპიდემიოლოგები და მთავრობა მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც გვიცავს სიკვდილისგან, ამიტომაც აუცილებელია იმუნიზაციის პროცესში მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩაერთოს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებლის ზრდასთან ერთად იზრდება ლეტალობის შემთხვევები – ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 5.697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 54 ადამიანი.
„დღეს არსებული რთული ეპიდვითარების ფონზე ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყველამ უნდა ჩაიტაროს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, რათა დავიცვათ როგორც ჩვენი, ისე ირგვლივ მყოფთა სიცოცხლე. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ ყველა რეგულაცია, თავი შევიკავოთ თავყრილობებისგან, დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ პირბადე“, – განაცხადა კალაძემ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების რეჟიმი ამოქმედდა. კერძოდ, ღია სივრცეში, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულოა. გარდა ამისა, მკაცრდება კონტროლი ქორწილის, ქელეხის, იუბილესა და მსგავსი ღონისძიებების გამართვაზე და ღამის საათებში რესტორნების მუშაობაზე. კვების ობიექტები მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო ფაქტის გამეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.
ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ჩინური Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მლნ დოზა შემოვიდა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო AstraZeneca-ს პრეპარატით, ხოლო Pfizer-ით – 30 მარტს. 4 მაისიდან საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაცია ჩინური პრეპარატი Sinopharm-ით, ხოლო 24 მაისიდან – Sinovac-ით დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა დაბალი მიმართვიანობის გამო პროგრამა თანდათან გაფართოვდა და ამჟამად აცრის ჩატარება უკვე 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს შეუძლიათ ვაქცინებით Pfizer, Sinopharm ან Sinovac. ამას გარდა, ამჟამად საქართველოში 16 წელს ზემოთ პირების აცრა დასაშვებია Pfizer-ის ვაქცინით, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით შეუძლიათ AstraZeneca აირჩიონ.
ბოლო მომაცემებით, საქართველოში ვაქცინაცია 664.997-მა ადამიანმა ჩაიტარა, სრული ორი დოზით აცრილია 203.744 ადამიანი.