https://sputnik-georgia.com/20210810/eva-barbaqadze-252547133.html
„სიკვდილი მინდა!“ – ევა ბარბაქაძემ ზედა კიდური დაიზიანა – შოკის მომგვრელი ფოტო
„სიკვდილი მინდა!“ – ევა ბარბაქაძემ ზედა კიდური დაიზიანა – შოკის მომგვრელი ფოტო
Sputnik საქართველო
სექს-სიმბოლოს ქალიშვილმა შემზარავი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც კარგად ჩანს, თუ რა მდგომარეობაშია მისი ხელი. „დამეხმარეთ“ – ეს სათაური დაურთო მან ფოტოს. რა... 10.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-10T12:05+0400
2021-08-10T12:05+0400
2021-10-19T18:03+0400
ქართველი ცნობადი სახეები
აქტუალური თემები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/00/238540051_0:330:1077:939_1920x0_80_0_0_3f4dd6ed1ee4cb2be21528fbbb89bf30.jpg
პანდემიის პერიოდში შორენა ბეგაშვილმა ქალიშვილი ესპანეთში წაიყვანა. დედა-შვილმა ბარსელონაში მდიდრული დასვენება მოიწყო. სავარაუდოდ, სექს-სიმბოლომ ევას საყვარელი მამაკაცი გააცნო. თუმცა, ბედნიერი დასვენება არცთუ დაგეგმილი სცენარით განვითარდა – ევამ გულის ამაჩუყებელი სურათი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ გოგონამ ზედა კიდური დაიწვა და თავს საშინლად გრძნობს. რუჯის მოყვარულმა გოგონამ მზის აბაზანის მიღებისას ხელი დაიზიანა.შორენა ბეგაშვილს ევაზე გულწრფელი მეგობარი არ ჰყავს. გადაცემაში, რომელიც ტელეკომპანია „პირველზე“ გადის, სექს-სიმბოლოს ერთ-ერთი პირველი სტუმარი მისი ქალიშვილი იყო. მსახიობსა და ევას ერთი დიდი ტრაგედიაც აერთიანებთ, რომლის გამო გოგონა დღემდე რეაბილიტაციის კურსს გადის. შორენას თქმით, მაშინ, როდესაც ის შვილთან ერთად თურქეთში მკურნალობდა, მისი მეორე ნახევარი მას ყურადღებას არ აქცევდა, რაც მოგვიანებით წყვილის დაშორების მიზეზი გახდა. ამ პერიოდში შორენამ იუსტიციის სახლიდან განქორწინების საბუთით ხელში გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.შორენა ბეგაშვილი ბარსელონაში რამდენიმე თვის წინაც იმყოფებოდა ქალიშვილის გარეშე საყვარელ მამაკაცთან ერთად. მისი ახალი პარტნიორი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელია. როგორც მსახიობი ირწმუნება, მან ცხოვრების მთავარი სიყვარული იპოვა. უკვე ორი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო, ისევე, როგორც მორიგი ახალი ურთიერთობა.ცნობილმა ფოტომოდელმა და ტელეწამყვანმა „ინსტაგრამის“ გვერდზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც ლოკაციად ჯერ უკრაინა, შემდეგ კი ბარსელონა აქვს მითითებული. როგორც ჩანს, შორენა დასასვენებლად კვლავ საყვარელ მამაკაცთან გაემგზავრა, თუმცა ამჯერად შვილთან ერთად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/00/238540051_0:24:2047:1312_1920x0_80_0_0_f312530068cb2ba0c6e066f4768d878a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართველი ცნობადი სახეები, აქტუალური თემები, საქართველო
ქართველი ცნობადი სახეები, აქტუალური თემები, საქართველო
„სიკვდილი მინდა!“ – ევა ბარბაქაძემ ზედა კიდური დაიზიანა – შოკის მომგვრელი ფოტო
12:05 10.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) სექს-სიმბოლოს ქალიშვილმა შემზარავი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც კარგად ჩანს, თუ რა მდგომარეობაშია მისი ხელი. „დამეხმარეთ“ – ეს სათაური დაურთო მან ფოტოს. რა მოუვიდა მსახიობის ქალიშვილს?
პანდემიის პერიოდში შორენა ბეგაშვილმა ქალიშვილი ესპანეთში წაიყვანა. დედა-შვილმა ბარსელონაში მდიდრული დასვენება მოიწყო. სავარაუდოდ, სექს-სიმბოლომ ევას საყვარელი მამაკაცი გააცნო. თუმცა, ბედნიერი დასვენება არცთუ დაგეგმილი სცენარით განვითარდა – ევამ გულის ამაჩუყებელი სურათი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ გოგონამ ზედა კიდური დაიწვა და თავს საშინლად გრძნობს. რუჯის მოყვარულმა გოგონამ მზის აბაზანის მიღებისას ხელი დაიზიანა.
შორენა ბეგაშვილს ევაზე გულწრფელი მეგობარი არ ჰყავს. გადაცემაში, რომელიც ტელეკომპანია „პირველზე“ გადის, სექს-სიმბოლოს ერთ-ერთი პირველი სტუმარი მისი ქალიშვილი იყო. მსახიობსა და ევას ერთი დიდი ტრაგედიაც აერთიანებთ, რომლის გამო გოგონა დღემდე რეაბილიტაციის კურსს გადის. შორენას თქმით, მაშინ, როდესაც ის შვილთან ერთად თურქეთში მკურნალობდა, მისი მეორე ნახევარი მას ყურადღებას არ აქცევდა, რაც მოგვიანებით წყვილის დაშორების მიზეზი გახდა. ამ პერიოდში შორენამ იუსტიციის სახლიდან განქორწინების საბუთით ხელში გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.
შორენა ბეგაშვილი ბარსელონაში რამდენიმე თვის წინაც იმყოფებოდა ქალიშვილის გარეშე საყვარელ მამაკაცთან ერთად. მისი ახალი პარტნიორი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელია. როგორც მსახიობი ირწმუნება, მან ცხოვრების მთავარი სიყვარული იპოვა. უკვე ორი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო, ისევე, როგორც მორიგი ახალი ურთიერთობა.
ცნობილმა ფოტომოდელმა და ტელეწამყვანმა „ინსტაგრამის“ გვერდზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც ლოკაციად ჯერ უკრაინა, შემდეგ კი ბარსელონა აქვს მითითებული. როგორც ჩანს, შორენა დასასვენებლად კვლავ საყვარელ მამაკაცთან გაემგზავრა, თუმცა ამჯერად შვილთან ერთად.