https://sputnik-georgia.com/20210810/dRis-astroprognozi-zodiaqos-niSnebisTvis-10-agvisto-252534491.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 აგვისტო
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 აგვისტო
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 10.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-10T00:15+0400
2021-08-10T00:15+0400
2021-08-10T09:06+0400
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23558/19/235581917_0:56:5271:3021_1920x0_80_0_0_0d855a3017f5b98e0415b416dba32c29.jpg
დღეს 2021 წლის 10 აგვისტოა, სამშაბათი, მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.იღბლიანი, აქტიური, საღი აზრების დღეა. მაგრამ საჭიროა ყურადღებით ყოფნა, რათა ზომიერი თავდაჯერებულობა ამპარტავნებაში არ გადაიზარდოს. კარგი დღეა ახალი წამოწყებებისთვის. არ არის მოსალოდნელი ავადმყოფობა, მაგრამ მაინც – საკუთარი ძალების ზედმეტმა რწმენამ, შესაძლოა, სიფრთხილე დაგაკარგინოთ და წესების დარღვევისკენ გიბიძგოთ, რამაც შემდეგ თქვენს ორგანიზმს შეიძლება ავნოს.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 აგვისტო>>ვერძი: რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველაფრის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გექნებათ, თითქოს ამაზე იყოს თქვენი მთელი ცხოვრება დამოკიდებული. ეს კარგია, როცა საქმე სამუშაოსა და მნიშვნელოვან პროექტებს ეხება. მაგრამ ეს შეიძლება ზედმეტობაში და სიჯიუტეში გადაიზარდოს წვრილმანების დროს. ეს რომ არ მოხდეს, აჯობებს, თუ პრიორიტეტებს დილითვე განსაზღვრავთ და გაარკვევთ, რა ღიღს თქვენს ასეთ მისწრაფებად და რა – არა.კურო: დღეს შეგიძლიათ, საკუთარი უპირატესობა ყველას აჩვენოთ და ხანდახან ეს ისე გამოგივათ, რომ ვერც მიხვდებით – უბრალოდ, ყველა საქმეს შესანიშნავად უმკლავდებით. ვარსკვლავების წყალობით ხართ ენერგიული, მტკიცე, გამჭრიახი გონებით, შეგიძლიათ ყველაზე ჩახლართული საკითხების გადაჭრა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გრძნობთ საკუთარ უპირატესობას, ადამიანებს ზემოდან არ დაჰყურებთ, ხოლო თუ ვინმეს ეს სხვაგვარად ეჩვენება – ეს მისი პრობლემაა.ტყუპი: დღეს გაქვთ შანსი, რომ უცნობ თანამოსაუბრეში მონათესავე სული იპოვოთ. ხართ გულწრფელი, პირდაპირი, კომუნიკაბელური. გსიამოვნებთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობები, მაგრამ ვიწრო საურთიერთობო წრე არ გაკმაყოფილებთ და მეტი ადამიანის გაცნობის სურვილი გიჩნდებათ. ნებისმიერი ვინმე – ბავშვი, კოლეგა, სრულიად შემთხვევით დამგზავრებული ადამიანი – თქვენთვის ძალიან საინტერესო თანამოსაუბრე შეიძლება აღმოჩნდეს, რომელთან ურთიერთობის შემდეგ ბევრ საკითხზე დაფიქრდებით.კირჩხიბი: არავითარ შემთხვევაში არ ღირს დღეს აჩქარება. დაუფიქრებელი, სპონტანური ნაბიჯებით და სრუვილით, რომ ყველაფერი სწრაფად გააკეთოთ, სავალალო შეცდომები შეიძლება დაუშვათ. თუნდაც დარწმუნებული იყოთ საკუთარ გადაწყვეტილებებში, კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეთ და უკეთესი იქნება, თუ გადადებთ სამომავლოდ. დღეს გარემოებებმა, შესაძლოა, ძალზე მნიშვნელოვანი, საბედისწერო საკითხების წინაშე დაგაყენოთ, რაც ნიშნავს, რომ მათზე პასუხზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.ლომი: განწყობა გაქვთ, რომ რაღაც საკითხში საკუთარი ძალის დემონსტრირება მოაწყოთ. და ეს ცუდი არ იქნება – ამით საჭირო შედეგს უზრუნველყოფთ. ხართ თავდაჯერებული, მტკიცე და მშვიდი და აქედან გამომდინარე, ნებისმიერ საქმეში შეგიძლიათ თავის წარმოჩინება. პრინიცპული პოზიციისა და მისი დაცვის უნარის წყალობით გარშემომყოფებს მოუწევთ თქვენი მოსაზრებების გაზიარება და ნებსით თუ უნებლიეთ კომპრომისზე წასვლა.ქალწული: დაუოკებელი ხართ, გაქვთ უზარმაზარი ქმედითი ენერგია და ეს უდიდესი შესაძლებლობების გასაღებია. ყველაფრის ძალა შეგწევთ, იმისიც კი, რაც აქამდე არარეალურად გეჩვენებოდათ. შეგიძლიათ თამამად გადადგათ მიზნისკენ ნაბიჯები, მიუახლოვდეთ რთული ამოცანის გადაჭრას, იპოვოთ გამოსავალი ჩიხიდან. იმდენად გწყალობენ ვარსკვლავები, რომ ფიქრობთ, არ არსებობს ბარიერი, რომლის გადალახვაც არ შეგიძლიათ. და ამაში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი.სასწორი: დღეს მთელი ძალებით მოგიწევთ დამალვა იმ ადამიანებისგან, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში შემოჭრას უცერემონიოდ ცდილობენ. განწყობა კი იმგვარი გაქვთ, რომ გინდათ მშვიდად გააკეთოთ საქმე. გარშემომყოფები ამაში ხელს გიშლიათ, ხან რაღაცას მოითხოვენ თქვენგან, ხან გთხოვენ და ხანაც პრეტენზიებს გიყენებენ. არის რისკი, რომ დღის ბოლოს უზარმაზარი დაძაბულობა დაგიგროვდეთ და ერთი ნაპერწკალი იქნება საკმარისი „დენთის კასრის“ აფეთქებისთვის.მორიელი: დღეს უამრავი ღირებული იდეა და აზრი გაგიჩნდებათ. გასაკვირი არაა, რომ მათი სხვებისთვის გაზიარება, საერთო „სამსჯავროზე“ გატანა გსურთ. თუ ამას ბევრი ადამიანის წინაშე ვერ მოახერხებთ, სანერვიულო არაფერია. საკმარისია, თუნდაც ერთი მსმენელი მოძებნოთ და ადგილი, სადაც საუბარში ხელს არავინ შეგიშლით. ეს დაგეხმარებათ, რომ თქვენი იდეა დახვეწოთ და დაუმუშავებელი ალმასისგან მბრწყინავი ბრილიანტი მიიღოთ.მშვილდოსანი: გარშემომყოფები გაგაღიზიანებენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი თქვენ გზაზე არ დგანან და თქვენს მუშაობას ვერანაირად ვერ შეუშლიან ხელს. მოგეჩვენებათ, რომ ისინი თქვენს ყურადღებას თავიანთი არაორგანიზებული შესახედაობითაც კი ფანტავენ. ამ უკმაყოფილების გამო მზად ხართ, მთელი დღე დაკარგოთ ირგვლივ მყოფების „გონზე მოსაყვანად“. თქვენი გარემოცვა იფიქრებს, რომ მათ სულ ტყუილუბრალოდ ეკიდებით წვრილმანების გამო და ისინი, პრინციპში, მართალიც იქნებიან.თხის რქა: გაქვთ შანსი, რომ რაღაც ახალსა და საინტერესოს შეეჯახოთ, რაც მომავალში თქვენს ბედზე მოახდენს გავლენას. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, ახალი ცოდნა, მიღებული შთაბეჭდილება, გრძნობები. თქვენც არ ხართ განწყობილი, რომ გულხელდაკრეფილი ისხდეთ, არამედ მზად ხართ, წინ წახვიდეთ და თქვენს ბედს შეხვდეთ. თქვენი გულიცა და გონებაც გახსნილია, ხოლო ცნობისმოყვარეობა თამამი ნაბიჯების გადადგმისკენ გიბიძგებთ.მერწყული: დღეს დიდია ალბათობა, რომ რამე დაპირისპირებას შეეჯახოთ. შესაძლოა, ვინმემ უსიამოვნო რამ პირდაპირ მოგახალოთ. მაგრამ ეს ვერ შეგაშფოთებთ – საბრძოლო განწყობა გაქვთ და არ გაუშვებთ შანსს ხელიდან, რომ მოწინააღმდეგე „მიწასთან გაასწოროთ“... ან დაუმეგობრდეთ მას. ვერაფერს გააწყობთ – დღეს თქვენი გადაწყვეტილებები გარშემომყოფებს პარადოქსულად მოეჩვენებათ, სინამდვილეში კი წინასწარ გაქვთ გათვლილი ვითარება და შორს მიმავალ გეგმებს აწყობთ.თევზები: მზად ხართ დისკუსიაში ჩაებათ ნებისმიერთან ნებისმიერ თემაზე. განწყობა გაქვთ, რომ ყველას დაუმტკიცოთ თქვენი მოსაზრებები და სიმართლე, თუნდაც ამის გარეშეც გეთანხმებოდნენ. იმისთვის, რომ მათ დაუმტკიცოთ, რომ მართალი არ არიან, მზად ხართ გარშემომყოფების პროვოცირებაც მოაწყოთ. ვერავინ ვერაფერს გააწყობს – ასეთ განწყობაზე ხართ დღეს.
https://sputnik-georgia.com/20210309/zodiaqos-niSnebis-Sinagani-demonebi-251105649.html
https://sputnik-georgia.com/20171122/zodiaqos-TiToeuli-niSnis-lakonuri-daxasiaTeba-xasiaTis-mxolod-eqvsi-Strixi-238254125.html
https://sputnik-georgia.com/20190103/zodiaqos-sami-otelo-243740104.html
https://sputnik-georgia.com/20200313/virusebi-zodiaqos-niSnebi-247957070.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23558/19/235581917_584:0:4687:3077_1920x0_80_0_0_4149165da6703a7650b5ac2bc5bdaf78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 აგვისტო
00:15 10.08.2021 (განახლებულია: 09:06 10.08.2021) გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 10 აგვისტოა, სამშაბათი, მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
იღბლიანი, აქტიური, საღი აზრების დღეა. მაგრამ საჭიროა ყურადღებით ყოფნა, რათა ზომიერი თავდაჯერებულობა ამპარტავნებაში არ გადაიზარდოს. კარგი დღეა ახალი წამოწყებებისთვის. არ არის მოსალოდნელი ავადმყოფობა, მაგრამ მაინც – საკუთარი ძალების ზედმეტმა რწმენამ, შესაძლოა, სიფრთხილე დაგაკარგინოთ და წესების დარღვევისკენ გიბიძგოთ, რამაც შემდეგ თქვენს ორგანიზმს შეიძლება ავნოს.
ვერძი: რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველაფრის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გექნებათ, თითქოს ამაზე იყოს თქვენი მთელი ცხოვრება დამოკიდებული. ეს კარგია, როცა საქმე სამუშაოსა და მნიშვნელოვან პროექტებს ეხება. მაგრამ ეს შეიძლება ზედმეტობაში და სიჯიუტეში გადაიზარდოს წვრილმანების დროს. ეს რომ არ მოხდეს, აჯობებს, თუ პრიორიტეტებს დილითვე განსაზღვრავთ და გაარკვევთ, რა ღიღს თქვენს ასეთ მისწრაფებად და რა – არა.
კურო: დღეს შეგიძლიათ, საკუთარი უპირატესობა ყველას აჩვენოთ და ხანდახან ეს ისე გამოგივათ, რომ ვერც მიხვდებით – უბრალოდ, ყველა საქმეს შესანიშნავად უმკლავდებით. ვარსკვლავების წყალობით ხართ ენერგიული, მტკიცე, გამჭრიახი გონებით, შეგიძლიათ ყველაზე ჩახლართული საკითხების გადაჭრა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გრძნობთ საკუთარ უპირატესობას, ადამიანებს ზემოდან არ დაჰყურებთ, ხოლო თუ ვინმეს ეს სხვაგვარად ეჩვენება – ეს მისი პრობლემაა.
ტყუპი: დღეს გაქვთ შანსი, რომ უცნობ თანამოსაუბრეში მონათესავე სული იპოვოთ. ხართ გულწრფელი, პირდაპირი, კომუნიკაბელური. გსიამოვნებთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობები, მაგრამ ვიწრო საურთიერთობო წრე არ გაკმაყოფილებთ და მეტი ადამიანის გაცნობის სურვილი გიჩნდებათ. ნებისმიერი ვინმე – ბავშვი, კოლეგა, სრულიად შემთხვევით დამგზავრებული ადამიანი – თქვენთვის ძალიან საინტერესო თანამოსაუბრე შეიძლება აღმოჩნდეს, რომელთან ურთიერთობის შემდეგ ბევრ საკითხზე დაფიქრდებით.
კირჩხიბი: არავითარ შემთხვევაში არ ღირს დღეს აჩქარება. დაუფიქრებელი, სპონტანური ნაბიჯებით და სრუვილით, რომ ყველაფერი სწრაფად გააკეთოთ, სავალალო შეცდომები შეიძლება დაუშვათ. თუნდაც დარწმუნებული იყოთ საკუთარ გადაწყვეტილებებში, კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეთ და უკეთესი იქნება, თუ გადადებთ სამომავლოდ. დღეს გარემოებებმა, შესაძლოა, ძალზე მნიშვნელოვანი, საბედისწერო საკითხების წინაშე დაგაყენოთ, რაც ნიშნავს, რომ მათზე პასუხზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.
ლომი: განწყობა გაქვთ, რომ რაღაც საკითხში საკუთარი ძალის დემონსტრირება მოაწყოთ. და ეს ცუდი არ იქნება – ამით საჭირო შედეგს უზრუნველყოფთ. ხართ თავდაჯერებული, მტკიცე და მშვიდი და აქედან გამომდინარე, ნებისმიერ საქმეში შეგიძლიათ თავის წარმოჩინება. პრინიცპული პოზიციისა და მისი დაცვის უნარის წყალობით გარშემომყოფებს მოუწევთ თქვენი მოსაზრებების გაზიარება და ნებსით თუ უნებლიეთ კომპრომისზე წასვლა.
ქალწული: დაუოკებელი ხართ, გაქვთ უზარმაზარი ქმედითი ენერგია და ეს უდიდესი შესაძლებლობების გასაღებია. ყველაფრის ძალა შეგწევთ, იმისიც კი, რაც აქამდე არარეალურად გეჩვენებოდათ. შეგიძლიათ თამამად გადადგათ მიზნისკენ ნაბიჯები, მიუახლოვდეთ რთული ამოცანის გადაჭრას, იპოვოთ გამოსავალი ჩიხიდან. იმდენად გწყალობენ ვარსკვლავები, რომ ფიქრობთ, არ არსებობს ბარიერი, რომლის გადალახვაც არ შეგიძლიათ. და ამაში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი.
სასწორი: დღეს მთელი ძალებით მოგიწევთ დამალვა იმ ადამიანებისგან, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში შემოჭრას უცერემონიოდ ცდილობენ. განწყობა კი იმგვარი გაქვთ, რომ გინდათ მშვიდად გააკეთოთ საქმე. გარშემომყოფები ამაში ხელს გიშლიათ, ხან რაღაცას მოითხოვენ თქვენგან, ხან გთხოვენ და ხანაც პრეტენზიებს გიყენებენ. არის რისკი, რომ დღის ბოლოს უზარმაზარი დაძაბულობა დაგიგროვდეთ და ერთი ნაპერწკალი იქნება საკმარისი „დენთის კასრის“ აფეთქებისთვის.
მორიელი: დღეს უამრავი ღირებული იდეა და აზრი გაგიჩნდებათ. გასაკვირი არაა, რომ მათი სხვებისთვის გაზიარება, საერთო „სამსჯავროზე“ გატანა გსურთ. თუ ამას ბევრი ადამიანის წინაშე ვერ მოახერხებთ, სანერვიულო არაფერია. საკმარისია, თუნდაც ერთი მსმენელი მოძებნოთ და ადგილი, სადაც საუბარში ხელს არავინ შეგიშლით. ეს დაგეხმარებათ, რომ თქვენი იდეა დახვეწოთ და დაუმუშავებელი ალმასისგან მბრწყინავი ბრილიანტი მიიღოთ.
მშვილდოსანი: გარშემომყოფები გაგაღიზიანებენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი თქვენ გზაზე არ დგანან და თქვენს მუშაობას ვერანაირად ვერ შეუშლიან ხელს. მოგეჩვენებათ, რომ ისინი თქვენს ყურადღებას თავიანთი არაორგანიზებული შესახედაობითაც კი ფანტავენ. ამ უკმაყოფილების გამო მზად ხართ, მთელი დღე დაკარგოთ ირგვლივ მყოფების „გონზე მოსაყვანად“. თქვენი გარემოცვა იფიქრებს, რომ მათ სულ ტყუილუბრალოდ ეკიდებით წვრილმანების გამო და ისინი, პრინციპში, მართალიც იქნებიან.
თხის რქა: გაქვთ შანსი, რომ რაღაც ახალსა და საინტერესოს შეეჯახოთ, რაც მომავალში თქვენს ბედზე მოახდენს გავლენას. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, ახალი ცოდნა, მიღებული შთაბეჭდილება, გრძნობები. თქვენც არ ხართ განწყობილი, რომ გულხელდაკრეფილი ისხდეთ, არამედ მზად ხართ, წინ წახვიდეთ და თქვენს ბედს შეხვდეთ. თქვენი გულიცა და გონებაც გახსნილია, ხოლო ცნობისმოყვარეობა თამამი ნაბიჯების გადადგმისკენ გიბიძგებთ.
მერწყული: დღეს დიდია ალბათობა, რომ რამე დაპირისპირებას შეეჯახოთ. შესაძლოა, ვინმემ უსიამოვნო რამ პირდაპირ მოგახალოთ. მაგრამ ეს ვერ შეგაშფოთებთ – საბრძოლო განწყობა გაქვთ და არ გაუშვებთ შანსს ხელიდან, რომ მოწინააღმდეგე „მიწასთან გაასწოროთ“... ან დაუმეგობრდეთ მას. ვერაფერს გააწყობთ – დღეს თქვენი გადაწყვეტილებები გარშემომყოფებს პარადოქსულად მოეჩვენებათ, სინამდვილეში კი წინასწარ გაქვთ გათვლილი ვითარება და შორს მიმავალ გეგმებს აწყობთ.
თევზები: მზად ხართ დისკუსიაში ჩაებათ ნებისმიერთან ნებისმიერ თემაზე. განწყობა გაქვთ, რომ ყველას დაუმტკიცოთ თქვენი მოსაზრებები და სიმართლე, თუნდაც ამის გარეშეც გეთანხმებოდნენ. იმისთვის, რომ მათ დაუმტკიცოთ, რომ მართალი არ არიან, მზად ხართ გარშემომყოფების პროვოცირებაც მოაწყოთ. ვერავინ ვერაფერს გააწყობს – ასეთ განწყობაზე ხართ დღეს.