ბაიდენი თანახმაა: ვაშინგტონმა შეიძლება „9/11“ ტერაქტის საიდუმლო დოკუმენტაცია გაასაჯაროვოს

© REUTERS / KEVIN LAMARQUEჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გამოწერა
მანამდე აღნიშნული დოკუმენტაციის გასაჯაროების მოთხოვნით აშშ-ის პრეზიდენტს ტერაქტში დაღუპულთა ოჯახებმა მიმართეს, რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში ბაიდენს მემორიალურ ცერემონიებზე დაშვებაზე უარით დაემუქრნენ.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იმ დოკუმენტაციის რევიზიას გეგმავს, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს ეხება, რათა მას გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნას, ნათქვამია თეთრი სახლის საიტზე გამოქვეყნებულ რელიზში.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
9/11-ის მსხვერპლთა ოჯახები ბაიდენს მემორიალურ ცერემონიებზე დაშვებაზე უარით ემუქრებიან
აღნიშნულის თაობაზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომელსაც მანამდე ეროვნულ ტრაგედიასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გასაჯაროება ტერაქტში დაღუპულთა ოჯახების წევრებმა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იმუქრებოდნენ, რომ პრეზიდენტს ტერაქტის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიებზე არ დაუშვებდნენ.
ბაიდენის თქმით, მისი ადმინისტრაცია „მაქსიმალური გამჭვირვალობის მომხრეა კანონის შესაბამისად და იმ მკაცრი მითითებების დაცვით, რომლებიც ობამა–ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გამოიცა სახელმწიფო საიდუმლოს გამოყენებასთან დაკავშირებით“.
„ამ მხრივ მე მივესალმები იუსტიციის სამინისტროს განაცხადს, რომელიც იმ დოკუმენტაციის ახალი რევიზიის ვალდებულებას იღებს, რომელზეც მანამდე ადმინისტრაციამ საიდუმლოების პრივილეგიები გაავრცელა, და პირობა დადო, რომ ამას შეძლებისდაგვარად სწრაფად გააკეთებს“, — განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
ბაიდენის თქმით, მისი ადმინისტრაცია განაგრძობს ურთიერთქმედებას 9/11-ში დაღუპულთა ოჯახების წევრებთან.
მანამდე წერილს, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 2001 წლის 11 სექტემბრის შესახებ საიდუმლო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისკენ მოუწოდეს, ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახების 1800-მა წევრმა მოაწერა ხელი. გავრცელებული ინფორმაციით, ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ჩანაწერები თავდასხმაში საუდის არაბეთის ხელისუფლების მონაწილეობაზე მიანიშნებს, რაც აუცილებლად უნდა იყოს გასაჯაროებული.
ყველა ახალი ამბავი
0