https://sputnik-georgia.com/20210810/amerikam-SesaZloa-11seqtembris-saidumlo-dokumentacia-gaasajaroos-252546869.html
ბაიდენი თანახმაა: ვაშინგტონმა შეიძლება „9/11“ ტერაქტის საიდუმლო დოკუმენტაცია გაასაჯაროვოს
ბაიდენი თანახმაა: ვაშინგტონმა შეიძლება „9/11“ ტერაქტის საიდუმლო დოკუმენტაცია გაასაჯაროვოს
Sputnik საქართველო
მანამდე აღნიშნული დოკუმენტაციის გასაჯაროების მოთხოვნით აშშ-ის პრეზიდენტს ტერაქტში დაღუპულთა ოჯახებმა მიმართეს, რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში ბაიდენს... 10.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-10T10:28+0400
2021-08-10T10:28+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/06/251944126_0:0:2958:1665_1920x0_80_0_0_9dcd0c531ba7c8a1542f3201ce653a86.jpg
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იმ დოკუმენტაციის რევიზიას გეგმავს, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს ეხება, რათა მას გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნას, ნათქვამია თეთრი სახლის საიტზე გამოქვეყნებულ რელიზში.აღნიშნულის თაობაზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომელსაც მანამდე ეროვნულ ტრაგედიასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გასაჯაროება ტერაქტში დაღუპულთა ოჯახების წევრებმა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იმუქრებოდნენ, რომ პრეზიდენტს ტერაქტის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიებზე არ დაუშვებდნენ.ბაიდენის თქმით, მისი ადმინისტრაცია „მაქსიმალური გამჭვირვალობის მომხრეა კანონის შესაბამისად და იმ მკაცრი მითითებების დაცვით, რომლებიც ობამა–ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გამოიცა სახელმწიფო საიდუმლოს გამოყენებასთან დაკავშირებით“.ბაიდენის თქმით, მისი ადმინისტრაცია განაგრძობს ურთიერთქმედებას 9/11-ში დაღუპულთა ოჯახების წევრებთან.მანამდე წერილს, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 2001 წლის 11 სექტემბრის შესახებ საიდუმლო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისკენ მოუწოდეს, ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახების 1800-მა წევრმა მოაწერა ხელი. გავრცელებული ინფორმაციით, ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ჩანაწერები თავდასხმაში საუდის არაბეთის ხელისუფლების მონაწილეობაზე მიანიშნებს, რაც აუცილებლად უნდა იყოს გასაჯაროებული.
https://sputnik-georgia.com/20210809/teraqtis-msxverplTaojaxebi-baidens-memorialur-ceremoniebze-ardaSvebiT-emuqrebian-252538945.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/06/251944126_227:0:2958:2048_1920x0_80_0_0_dce6370627fd81be7cd8eee780e204d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ბაიდენი თანახმაა: ვაშინგტონმა შეიძლება „9/11“ ტერაქტის საიდუმლო დოკუმენტაცია გაასაჯაროვოს
10:28 10.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) მანამდე აღნიშნული დოკუმენტაციის გასაჯაროების მოთხოვნით აშშ-ის პრეზიდენტს ტერაქტში დაღუპულთა ოჯახებმა მიმართეს, რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში ბაიდენს მემორიალურ ცერემონიებზე დაშვებაზე უარით დაემუქრნენ.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იმ დოკუმენტაციის რევიზიას გეგმავს, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს ეხება, რათა მას გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნას, ნათქვამია თეთრი სახლის
საიტზე გამოქვეყნებულ რელიზში.
აღნიშნულის თაობაზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომელსაც მანამდე ეროვნულ ტრაგედიასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გასაჯაროება ტერაქტში დაღუპულთა ოჯახების წევრებმა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იმუქრებოდნენ, რომ პრეზიდენტს ტერაქტის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიებზე არ დაუშვებდნენ.
ბაიდენის თქმით, მისი ადმინისტრაცია „მაქსიმალური გამჭვირვალობის მომხრეა კანონის შესაბამისად და იმ მკაცრი მითითებების დაცვით, რომლებიც ობამა–ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გამოიცა სახელმწიფო საიდუმლოს გამოყენებასთან დაკავშირებით“.
„ამ მხრივ მე მივესალმები იუსტიციის სამინისტროს განაცხადს, რომელიც იმ დოკუმენტაციის ახალი რევიზიის ვალდებულებას იღებს, რომელზეც მანამდე ადმინისტრაციამ საიდუმლოების პრივილეგიები გაავრცელა, და პირობა დადო, რომ ამას შეძლებისდაგვარად სწრაფად გააკეთებს“, — განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
ბაიდენის თქმით, მისი ადმინისტრაცია განაგრძობს ურთიერთქმედებას 9/11-ში დაღუპულთა ოჯახების წევრებთან.
მანამდე წერილს, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 2001 წლის 11 სექტემბრის შესახებ საიდუმლო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისკენ მოუწოდეს, ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახების 1800-მა წევრმა მოაწერა ხელი. გავრცელებული ინფორმაციით, ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ჩანაწერები თავდასხმაში საუდის არაბეთის ხელისუფლების მონაწილეობაზე მიანიშნებს, რაც აუცილებლად უნდა იყოს გასაჯაროებული.