რუჯი ნებისმიერ ფასად: დამწვრობის ცენტრში ორი არასრულწლოვანი მოათავსეს

აუზი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
მიუხედავად ექიმების არაერთი გაფრთხილებისა, ქართველი გოგონები რუჯის მისაღებად ლეღვის ფოთლების ნახარშს მაინც იყენებენ.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ლეღვის ფოთლების ნახარშით რუჯის მიღებისას სერიოზული დამწვრობით ორი არასრულწლოვანი თბილისის დამწვრობის ცენტრში მოხვდა.
12 და 13 წლის გოგონები თბილისის დამწვრობის ცენტრში ზუგდიდიდან გადმოიყვანეს.
ექიმების თქმით, მოზარდებს ლეღვის ნახარშის გამოყენებით სხეულის 20%-ის სერიოზული დამწვრობა აქვთ მიღებული. მედიკოსები მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, უარი თქვან ლეღვის ნახარშით რუჯის მიღებაზე.
საქართველოში მსგავსი მეთოდით მზის აბაზანის მიღების პრაქტიკა 2011 წლიდან გახდა „პოპულარული". აღსანიშნავია, რომ თითოეული შემთხვევა ჰოსპიტალიზებით სრულდებოდა, ხოლო მასმედიაში ეს ფართოდ ვრცელდებოდა. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, შემთხვევები დღემდე გრძელდება.
საინტერესოა, რომ ქართველი ქალბატონები საკუთარ რეცეპტებს იგონებენ ლამაზი რუჯის მისაღებად, რომელთა შორის, გარდა ლეღვის ფოთლების ნახარშისა, ასევე გვხვდება სხვადასხვა სახის კოქტეილები — ლუდის, კოკა-კოლის, ყავის, სოდისა თუ სტაფილოს შემცველობით. მათ გამოყენებას ხშირ შემთხვევაში შედეგად მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა მოაქვს.
 
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური