თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილი თითქმის ერთი დღით უწყლოდ დარჩება

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიწყლის ონკანი
წყლის ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
გამოწერა
მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეზღუდვის მიზეზად ღრმაღელე-სამგორის გვირაბზე დაგეგმილი სამუშაოები დასახელდა.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. თბილისში ისნის, ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების მოსახლეობის დიდი ნაწილი ტექნიკური სამუშაოების გამო თითქმის ერთი დღე-ღამით უწყლოდ დარჩება, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power-ის (GWP) განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, ღრმაღელე-სამგორის გვირაბზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აღნიშნულ რაიონებში წყალმომარაგების სტაბილურობას.
„ღრმაღელე-სამგორის გვირაბზე დაგეგმილი სამუშაოები კომპანიას წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის შესაძლებლობას მისცემს. შედეგად ისნის, ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების აბონენტების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 10 აგვისტოს დილის 11:00 საათიდან 11 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება შემდეგ უბნებს:
  • ისნის რაიონში: ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, ვარკეთილის IV მ/რ-ს მე-3 კვარტალს, წულუკიძის III-IV შესახვევებს, მშველიძის, სულაქველიძის, დავითიანის, ლეჟავას ქუჩის I გასასვლელს, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ავლაბრის, მეორე შორაპნის, გუჯარეთის, მელაანის, აწყურის და მიმდებარე ქუჩებს. ნავთლუღის I დასახლებას, კობცოვის, ტატიშვილის, ხარაბაძის, უზნაძის და ბუცხრიკიძის ქუჩებს.
  • ნაძალადევის რაიონში: ხუდადოვის, ბენდელიანის, თამარაშვილის, სტურუას, ასკურავას, მესხის, ურიდიას, გეგუთის, თოდრიას, ჟღენტის, გომარეთის და მიმდებარე ქუჩებს. სამღერეთის, ზაქარაიას, ბეჟანიშვილის, ლოტკინის მთის, დაისის, ღრმაღელეს, ილურიძის, ჯავის, კოკინაკის, ლომთათიძის, გრუზინსკის, ზედაზნის, გარეჯის ქუჩას და შესახვევებს, ახალ მოწამეთა, იოსელიანის, მუხრანის ქუჩას და შესახვევებს, გლინკას, გარეჯელის, ნაგომარის, რატევანის, ბოგვის და მიმდებარე ქუჩებს; სანზონის დასახლების ნაწილს.
  • ჩუღურეთის რაიონში: მარუაშვილის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, გუმათის, ასპინძის, მეუნარგიას, ჯორჯაძის და მიმდებარე ქუჩებს; ივერთუბნის დასახლებას.
ყველა ახალი ამბავი
0