https://sputnik-georgia.com/20210809/Georgian-Airways-Tbilisi-minski-Tbilisis-mimarTulebas-amatebs-252544592.html
Georgian Airways თბილისი-მინსკი-თბილისის მიმართულებას ამატებს
Georgian Airways თბილისი-მინსკი-თბილისის მიმართულებას ამატებს
Sputnik საქართველო
რეისები თბილისსა და მინსკს შორის 30 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განხორციელდება. 09.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-09T21:10+0400
2021-08-09T21:10+0400
2021-08-28T14:32+0400
ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/11/251492748_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_269eab43f82e41f8e0f4ef4601f9b209.jpg
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი 11 აგვისტოდან თბილისი-მინსკი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ავიამიმოსვლას იწყებს, იუწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.უწყებაში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები თბილისსა და მინსკს შორის 30 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განხორციელდება.თბილისის გარდა, მინსკიდან ფრენები ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებითაც ხორციელდება.სააგენტო მგზავრებს სთხოვს გაითვალისწინონ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოები პერიოდულად ცვლიან სასაზღვრო შეზღუდვებსა და სანიტარული მოთხოვნებს, რაც შემდგომში აისახება ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით.„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, - აღნიშნავენ სააგენტოში.ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ დროისთვის რეისების 88% აღდგა.სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველოს ავიაბაზარზე 39 ავიაკომპანია მუშაობს, ფრენები 77 მიმართულებით და 385-405 სიხშირით კვირაში ხორციელდება.
https://sputnik-georgia.com/20210804/saqartvelos-aviabazarze-prenebis-88-agdgenilia-252504105.html
https://sputnik-georgia.com/20210721/aviakompania-Belavia-quTaisis-mimarTulebiT-aviareisebs-Seasrulebs-252384471.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/11/251492748_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_fcb488621e02845a859cedf09d5c28db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში
Georgian Airways თბილისი-მინსკი-თბილისის მიმართულებას ამატებს
21:10 09.08.2021 (განახლებულია: 14:32 28.08.2021) რეისები თბილისსა და მინსკს შორის 30 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განხორციელდება.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი 11 აგვისტოდან თბილისი-მინსკი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ავიამიმოსვლას იწყებს, იუწყება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. უწყებაში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები თბილისსა და მინსკს შორის 30 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განხორციელდება.
თბილისის გარდა, მინსკიდან ფრენები ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებითაც ხორციელდება.
სააგენტო მგზავრებს სთხოვს გაითვალისწინონ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოები პერიოდულად ცვლიან სასაზღვრო შეზღუდვებსა და სანიტარული მოთხოვნებს, რაც შემდგომში აისახება ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით.
„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, - აღნიშნავენ სააგენტოში.
ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ დროისთვის რეისების 88% აღდგა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველოს ავიაბაზარზე 39 ავიაკომპანია მუშაობს, ფრენები 77 მიმართულებით და 385-405 სიხშირით კვირაში ხორციელდება.