სომხეთის ყველაზე გრძელი საბაგირო გაჩერდა: კაბინებში 30 ადამიანი ჩარჩა

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsტათევის საბაგირო გზა
ტათევის საბაგირო გზა - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2021
გამოწერა
საბაგირო ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო იყო გაჩერებული, ამჟამად ყველა მგზავრი ევაკუირებულია
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. სომხეთში ტათევის საბაგირო გზაზე (Wings of Tatev) 30-ზე მეტი ადამიანი ჩარჩა კაბინებში ელექტროენერგიის გათიშვის გამო, იუწყება Sputnik-სომხეთი საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით.
„სავარაუდოდ, საბაგიროს მუშაობა მეხის დაცემის შედეგად შეწყდა. ერთ ვაგონში იმყოფებოდა 20-22 ადამიანი, მეორეში - 10-15“, - განაცხადეს სამინისტროში.
ელვა - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
ბაკურიანში საბაგიროს მეხი დაეცა
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ტათევის საბაგირო გზაზე კაბინებში ჩარჩენილი ყველა მგზავრი ევაკუირებულია.
საბაგიროს ოფიციალურ გვერდზე იუწყებიან, რომ ტექნიკური პრობლემების გამო დღის მეორე ნახევარში გზა არ იმუშავებს.
ტათევის საბაგირო გზა სიუნიქის ოლქში მდებარეობს. ეს ქანქარული ტიპის ყველაზე გრძელი საბაგირო გზაა მსოფლიოში და მისი სიგრძე თითქმის 6 კილომეტრს შეადგენს. თითოეული კაბინა 30 მგზავრს და ერთ გამცილებელს იტევს, ხოლო საბაგიროს გამტარუნარიანობა საათში 240 მგზავრს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0