https://sputnik-georgia.com/20210808/saqarTveloSi-kriminali-kvlav-mzardia-Sss-axal-statistikas-aqveynebs-252531069.html
საქართველოში კრიმინალი კვლავ მზარდია: შსს ახალ სტატისტიკას აქვეყნებს
საქართველოში კრიმინალი კვლავ მზარდია: შსს ახალ სტატისტიკას აქვეყნებს
Sputnik საქართველო
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – ექვს თვეში დაახლოებით 8,3 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. 08.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-08T09:30+0400
2021-08-08T09:30+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0c/251435231_0:0:3171:1792_1920x0_80_0_0_c6a12413d6a366fd282ad418e26916a9.jpg
თბილისი, 8 აგვისტო– Sputnik. 2021 წლის პირველ ნახევარში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 5,4%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.2021 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე დაფიქსირებულია 29 ათასზე მეტი დანაშაული, საიდანაც გახსნილია მხოლოდ 40%.შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5–5 ათასი დანაშაული ფიქსირდება.საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – იანვრიდან ივნისის ჩათვლით დაახლოებით 8,3 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 32,21%.მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. ექვს თვეში დაფიქსირდა 2,7 ათასი ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 67%.მესამე ადგილზე კი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული აღმოჩნდა – 1,9 ათასი ფაქტი 6 თვეში, საიდანაც გახსნილია 80,9%.ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულიგარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, 2021 წლის პირველ ექვს თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 38 მკვლელობა, აქედან 18 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 143 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 93 – გაუპატიურება, 3 - ადამიანების მძევლად აყვანა, 8 – ადამიანებით ვაჭრობა, 17 – მექრთამეობა, 5 - ტერორიზმი.რამდენი დაისაჯასაქართველოში 2021 წლის 30 ივნისამდე პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 10.708 ადამიანი. აქედან 719 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 3.359 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0c/251435231_0:0:3171:1994_1920x0_80_0_0_de36119e985aa164ba68316d1af47995.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
საქართველოში კრიმინალი კვლავ მზარდია: შსს ახალ სტატისტიკას აქვეყნებს
09:30 08.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – ექვს თვეში დაახლოებით 8,3 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა.
თბილისი, 8 აგვისტო– Sputnik. 2021 წლის პირველ ნახევარში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 5,4%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ
მასალებში.
2021 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე დაფიქსირებულია 29 ათასზე მეტი დანაშაული, საიდანაც გახსნილია მხოლოდ 40%.
შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5–5 ათასი დანაშაული ფიქსირდება.
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – იანვრიდან ივნისის ჩათვლით დაახლოებით 8,3 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 32,21%.
მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. ექვს თვეში დაფიქსირდა 2,7 ათასი ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 67%.
მესამე ადგილზე კი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული აღმოჩნდა – 1,9 ათასი ფაქტი 6 თვეში, საიდანაც გახსნილია 80,9%.
ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული
გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, 2021 წლის პირველ ექვს თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 38 მკვლელობა, აქედან 18 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 143 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 93 – გაუპატიურება, 3 - ადამიანების მძევლად აყვანა, 8 – ადამიანებით ვაჭრობა, 17 – მექრთამეობა, 5 - ტერორიზმი.
საქართველოში 2021 წლის 30 ივნისამდე პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 10.708 ადამიანი. აქედან 719 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 3.359 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.