საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ

© Ministry of Defence of Georgiaმუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2021
გამოწერა
საქართველოში გამოცხადებულია გლოვის დღე - სამთავრობო უწყებების ყველა შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. მეორე დღეა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიციონერები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები იხსენებენ 2008 წლის ტრაგიკულ მოვლენებს - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს და აგვისტოს ომში დაღუპულთა საფლავებს გვირგვინებითა და ყვავილებით ამკობენ.
შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოს მხრიდან 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
თბილისში მუხათგვერდის სასაფლაო, სადაც 2008 წლის აგვისტოში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები ასვენია, მთავარი ადგილი გახდა, სადაც დილიდან მოდიან პოლიტიკოსები და დაღუპულთა ოჯახის წევრები.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე
2008 წლის აგვისტოს დასაწყისში ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში საქართველოსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის მასშტაბური სამხედრო შეტაკება დაიწყო. რუსეთმა ეს შეაფასა როგორც აგრესიის აქტი, გამოაცხადა მშვიდობის იძულების ოპერაციის შესახებ, ჯარი ორი მიმართულებით შემოიყვანა და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარება კონტროლქვეშ აიყვანა.
საერთაშორისო თანამეგობრობის და პირადად საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით 12 აგვისტოს მიიღეს ე.წ. ექვსპუნქტიანი შეთანხმება. დოკუმენტზე ხელმოწერის შედეგად შეწყდა საომარი მოქმედებები და რუსეთმა სამხედრო ნაწილების გაყვანა დაიწყო ე.წ. ბუფერული ზონებიდან.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები საკანონმდებლო დონეზე ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
ყველა ახალი ამბავი
0