„დროა ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე“: ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს

© Government of Georgiaეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2021
გამოწერა
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. ბოლო მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 626.343 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 194.449 ადამიანი.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, რომ  ჩაიტარონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.
საქართველოში ბოლო დღეებში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა. ბოლო 24 საათში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 11,96%-ია, ბოლო 14 დღის - 8,62%, ბოლო 7 დღის - 9,64%. ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 30 ადამიანი. კლინიკებში მკურნალობის კურსს 6.511 ადამიანი გადის. აქედან მძიმე მდგომარეობაშია 1.308 პაციენტი.
 ირაკლი ღარიბაშვილი საჯაროდ აიცრა - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2021
„მქონდა ბევრი ანტისხეული“: ირაკლი ღარიბაშვილი საჯაროდ აიცრა
„დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს. თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდგეთ ექიმების გვერდით!“ – ნათქვამია ეკატერინე ტიკარაძის მიმართვაში.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკს გადის. ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს, აღნიშნულია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიმართვაში.
„იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა“, - აღნიშნულია მიმართვაში.
მინისტრი მადლობას უხდის ყველა მოქალაქეს, ვინც უკვე აიცრა ან მალევე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ასევე მათ, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ექიმებსა და ექთნებს, წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი. მინისტრი ასევე მადლობას უხდის კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ სამედიცინო პერსონალსაც.
„დღეს COVID-19-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად“, – აღნიშნულია ეკატერინე ტიკარაძის მიმართვაში.
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2021
ამირან გამყრელიძე  გარკვეული შეზღუდვების შემოღებას არ გამორიცხავს
მან მიმართა ასევე მთავრობის წევრებს და მოუწოდა მართ რეგულაციების შესრულებისკენ, რადგან ეს არ არის „მხოლოდ რეკომენდაციები რეკომენდაციებად“.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ მაინც გვიწევს დღეს დავაკვირდეთ იმ ხალხმრავალ შეკრებებს, რომლისგანაც ჩვენ თავს ვერ ვიკავებთ, იმ სოციალურ ღონისძიებებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვთმობთ და სწორედ მათ გამო ჯანდაცვის სექტორი დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამჟამად საქართველოში პირბადის ტარება მხოლოდ დახურულ შენობებსა და ტრანსპორტშია აუცილებელი. 
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.344-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 447.913-ს მიაღწია.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. ბოლო მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 626.343 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 194.449 ადამიანი.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. AstraZeneca-ს არჩევა 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ. დღევანდელი მონაცემებით, 17:00 საათზე ოთხივე ვაქცინაზე 134 ათასი თავისუფალი ჯავშანი იყო.
 
ყველა ახალი ამბავი
0