არჩევნები 2021: გახარიას პარტიას რიგითი ნომერი მიენიჭა

© photo : press-service of George Gakhariaგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2021
გამოწერა
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობას 25 ნომრით მიიღებს.
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის" 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია გაიარა და მისი საარჩევნო სახელწოდება იქნება „გახარია - საქართველოსთვის“, იუწყება პარტიის პრეს-სამსახური.
პარტიამ ასევე მონაწილეობა მიიღო წილისყრის პროცედურაში და მას საარჩევნო რიგითი ნომერი - 25 მიენიჭა.
„2021 წლის თვითმმართველობის საარჩევნო ბიულეტენში პარტია შემდეგი სახით იქნება წარმოდგენილი -  #25 გახარია - საქართველოსთვის“, - აღნიშნავენ პარტიის პრეს-სამსახურში.
საქართველოს ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
არჩევნები 2021: ცესკომ არჩევნების ძირითადი მონაწილეები დაარეგისტრირა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
პარტიების ძირითადმა ნაწილმა, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ, ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა.
არჩევნები 2021: რა უნდა იცოდეს საქართველოს მოქალაქემ >>
ცესკოში პარტიების რეგისტრაცია 10 აგვისტოს უნდა დასრულდეს.
ყველა ახალი ამბავი
0