მდინარე მტკვარში არასრულწლოვანს ეძებენ

© courtesy of Miho Neimanმაშველები
მაშველები - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
გამოწერა
ამ ეტაპზე მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. სამძებრო ოპერაციაში მაშველებთან ერთად მყვინთავებიც არიან ჩართული.
თბილისი, 7 აგვისტო  — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე სამძებრო–სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, მდინარეში  მაშველები არასრულწლოვანს ეძებენ, რომელიც, სავარაუდოდ, დინებამ გაიტაცა.
ამძებრო ღონისძიებაში ჩართულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავები, ადგილზე ასევე მობილიზებულია სპეცტექნიკა, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
ყველა ახალი ამბავი
0