ლაშა ტალახაძე თბილისში დაბრუნდა: ვრცელდება დახვედრის ვიდეო აეროპორტიდან

© REUTERS / EDGARD GARRIDOლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
გამოწერა
ტოკიოდან დაბრუნებული ლაშა ტალახაძე და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სხვა წევრები დამხვდურებმა ხმლების მწკრივში გაატარეს
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ძალოსანთა ოლიმპიურ ნაკრებს, რომელიც იაპონიიდან სამშობლოში დაბრუნდა, თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრებთან ერთად გულშემატკივრებიც დახვდნენ.
„ძალიან დიდი მადლობა ასეთი დახვედრისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევინარჩუნე ოლიმპიური ოქროს მედალი, რაც ძალიან სასიხარულოა. მოგეხსენებათ, ძალიან დიდი პერიოდი ვემზადებოდით ამისთვის და დაგვიფასდა თითოეულ ჩვენგანს. მადლობა კიდევ და კიდევ ჩვენს ბიჭებს, რომლებმაც შეძლეს და მოიპოვეს მედლები, და ასევე ჩვენს გულშემატკივრებს“, — თქვა ლაშა ტალახაძემ.
ტოკიოდან დაბრუნდა ბრინჯაოს პრიზიორი ძალოსანი ანტონ პლესნოი და ასევე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი იაკობ ქაჯაია — ტოკიოს ვერცხლის პროზიორი.
ყველა ახალი ამბავი
0