დამსვენებელთა საყურადღებოდ! შავ ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი

© Sputnik / Seyran Baroyanშტორმი ზღვაზე
შტორმი ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
გამოწერა
სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში წვიმიან და ქარიან ამინდს პროგნოზირებენ.
 
თბილისი, 7 აგვისტო  — Sputnik.  სინოპტიკოსები 8 აგვისტოდან 10 აგვისტოს პერიოდში შავ ზღვაზე შტორმს ვარაუდობენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. შავ ზღვაზე მოსალოდნელია 2–3 ბალიანი შტორმი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში აგრილდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
 
ყველა ახალი ამბავი
0