https://sputnik-georgia.com/20210807/batumshi-21-wlis-gogo-koronavirusit-gardaicvala-252529499.html
ბათუმში კორონავირუსს 21 წლის გოგო ემსხვერპლა
ბათუმში კორონავირუსს 21 წლის გოგო ემსხვერპლა
Sputnik საქართველო
პაციენტს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა. ჩატარებული სამედიცინო ღონისძიებების მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 07.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-07T20:05+0400
2021-08-07T20:05+0400
2023-08-17T18:13+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252111218_0:0:2993:1683_1920x0_80_0_0_3deea379160a9fc09eb60ca59f536871.jpg
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. ბათუმში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით 21 წლის ახალგზრდა გოგო გარდაიცვალა, ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 24 ივლისს მოათავსეს. მას თანმდევ დაავადებებთან ერთად მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, გოგონას კლინიკაში შეყვანისას გეგმური კვლევა ჩაუტარდა, რის შედეგადაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ექიმების განცხადებით, ახალგაზრდა ქალს კლინიკაში შეყვანისას ფილტვები უკვე დაზიანებული ჰქონდა.„პაციენტს ძალიან რთული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. სამწუხაროდ გუშინ გარდაიცვალა", – აცხადებენ კლინიკაში.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.216-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 444.569 შეადგინა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 397.240 ადამიანი. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 38 და გარდაიცვლილთა საერთო რიცხვმა 5.986-ს მიაღწია.
https://sputnik-georgia.com/20210807/kovid-statistika-saqartvelos-regionebis-mixedviT-7-agvisto-252528018.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252111218_114:0:2845:2048_1920x0_80_0_0_2b1a58d45aeb7a739f356dc9a1dd7e58.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ბათუმში კორონავირუსს 21 წლის გოგო ემსხვერპლა
20:05 07.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) პაციენტს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა. ჩატარებული სამედიცინო ღონისძიებების მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. ბათუმში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით 21 წლის ახალგზრდა გოგო გარდაიცვალა, ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 24 ივლისს მოათავსეს. მას თანმდევ დაავადებებთან ერთად მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, გოგონას კლინიკაში შეყვანისას გეგმური კვლევა ჩაუტარდა, რის შედეგადაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ექიმების განცხადებით, ახალგაზრდა ქალს კლინიკაში შეყვანისას ფილტვები უკვე დაზიანებული ჰქონდა.
„პაციენტს ძალიან რთული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. სამწუხაროდ გუშინ გარდაიცვალა", – აცხადებენ კლინიკაში.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.216-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 444.569 შეადგინა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 397.240 ადამიანი. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 38 და გარდაიცვლილთა საერთო რიცხვმა 5.986-ს მიაღწია.