https://sputnik-georgia.com/20210807/alpinistma-caTambjeni-naxevar-saaTSi-daipyro-252528755.html
შიშველი ხელებით: ალპინისტმა 36 სართულიანი ცათამბჯენი ნახევარ საათში დაიპყრო
შიშველი ხელებით: ალპინისტმა 36 სართულიანი ცათამბჯენი ნახევარ საათში დაიპყრო
Sputnik საქართველო
თავისუფალმა ალპინისტმა, რომელიც ორი წლის წინ ციხეში იჯდა დიდი ბრიტანეთის ყველაზე მაღალ ცათამბჯენზე ასვლისთვის, ახლა მსგავსი ტრიუკი სხვა შენობაზე გაიმეორა, რათა... 07.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-07T17:18+0400
2021-08-07T17:18+0400
2023-07-20T15:43+0400
ვიდეო
მულტიმედია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252528671_126:0:1920:1014_1920x0_80_0_0_27e5d5fe8468f6b67fdddb3e74da2787.png
21 წლის ჯორჯ კინგ-ტომპსონი ლონდონის კვარტალ სტრადფორდში მდებარე 36 სართულიან Stratosphere Tower-ზე აძვრა, რისთვისაც ნაცევარ საათზე ნაკლები დრო დასჭირდა. მისი თქმით, ეს შენობა იმის გამო აირჩია, რომ შოკირებულია იმ წყალდიდობით, რომლებიც ამ რაიონს დაატყდა თავს 25 ივლისს. მაშინ ლონდონის ცენტრში წვიმის მთელი თვის ნორმა მოვიდა და მეტროს სადგურები დატბორა. როგორც ახალგაზრდა ალპინისტი ამბობს, ის ერთი კვირის განმავლობაში ღამ-ღამობით ემზადებოდა ამ ასვლისთვის და 147 მეტრიანი შენობის თითოეული ასპექტი და ზედაპირი შეისწავლა. მაგრამ მაინც შეეჯახა ისეთ სირთულეს, რისთვისაც მზად არ აღმოჩნდა. გაირკვა, რომ პირველ რვა სართულზე ფანჯრები წებოვანი იყო, ხოლო მერვე სართულს ზემოთ პირიქთ, ძალიან სრიალა, რაც მან ვერ გაითვალისწინა.კინგ-ტომპსპონი ამბობს, რომ შენობებზე ასვლა ძალიან საშიშია და არავის მოუწოდებს ამ ნაბიჯის გამეორებისკენ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252528671_219:0:1833:1014_1920x0_80_0_0_7d2f36b2f11d7dc0566e8b83d1434779.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვიდეო, მულტიმედია, მსოფლიოს ახალი ამბები
ვიდეო, მულტიმედია, მსოფლიოს ახალი ამბები
შიშველი ხელებით: ალპინისტმა 36 სართულიანი ცათამბჯენი ნახევარ საათში დაიპყრო
17:18 07.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) თავისუფალმა ალპინისტმა, რომელიც ორი წლის წინ ციხეში იჯდა დიდი ბრიტანეთის ყველაზე მაღალ ცათამბჯენზე ასვლისთვის, ახლა მსგავსი ტრიუკი სხვა შენობაზე გაიმეორა, რათა პოლიტიკოსების ყურადღება მიეპყრო კლიმატური ცვლილებებისთვის
21 წლის ჯორჯ კინგ-ტომპსონი ლონდონის კვარტალ სტრადფორდში მდებარე 36 სართულიან Stratosphere Tower-ზე აძვრა, რისთვისაც ნაცევარ საათზე ნაკლები დრო დასჭირდა.
მისი თქმით, ეს შენობა იმის გამო აირჩია, რომ შოკირებულია იმ წყალდიდობით, რომლებიც ამ რაიონს დაატყდა თავს 25 ივლისს. მაშინ ლონდონის ცენტრში წვიმის მთელი თვის ნორმა მოვიდა და მეტროს სადგურები დატბორა.
„მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა მიმდინარე კლიმატურ ცვლილებებზე... იმედი მაქვს, ამ შენობაზე ასვლით პოლიტიკურ ლიდერებს დავარწმუნებ იმაში, რომ დაუყოვნებელი ზომების მიღებაა საჭირო“, - თქვა კინგ-ტომპსონმა.
როგორც ახალგაზრდა ალპინისტი ამბობს, ის ერთი კვირის განმავლობაში ღამ-ღამობით ემზადებოდა ამ ასვლისთვის და 147 მეტრიანი შენობის თითოეული ასპექტი და ზედაპირი შეისწავლა. მაგრამ მაინც შეეჯახა ისეთ სირთულეს, რისთვისაც მზად არ აღმოჩნდა. გაირკვა, რომ პირველ რვა სართულზე ფანჯრები წებოვანი იყო, ხოლო მერვე სართულს ზემოთ პირიქთ, ძალიან სრიალა, რაც მან ვერ გაითვალისწინა.
კინგ-ტომპსპონი ამბობს, რომ შენობებზე ასვლა ძალიან საშიშია და არავის მოუწოდებს ამ ნაბიჯის გამეორებისკენ.