https://sputnik-georgia.com/20210806/zalkaliani-saberznetshi-xanzrebis-gamo-mwuxarebas-gamotqvams-252521369.html
დავით ზალკალიანი საბერძნეთში მასშტაბური ხანძრების გამო მწუხარებას გამოთქვამს
დავით ზალკალიანი საბერძნეთში მასშტაბური ხანძრების გამო მწუხარებას გამოთქვამს
Sputnik საქართველო
საგარეო უწყება დიასპორის წარმომადგენელებს სიფრთხილისკენ და საბერძნეთის მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს. 06.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-06T17:35+0400
2021-08-06T17:35+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24891/04/248910498_0:6:1599:905_1920x0_80_0_0_806454fd59f7530b4070ed2e07522272.jpg
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბერძენ კოლეგა ნიკოს დენდიასთან სატელეფონო საუბრისას საბერძნეთში მასშტაბური ტყის ხანძრების გამო მწუხარება გამოთქვა, იუწყება საქართველოს საგარეო უწყება. ზალკალიანმა საქართველოს მთავრობის სახელით სოლიდარობა გამოხატა ბერძენი ხალხისა და მთავრობის მიმართ. სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირისა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობა.საბერძნეთში მიმდინარე მასშტაბური ხანძრების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საბერძნეთში საქართველოს საელჩო ადგილზე მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან მუდმივ კონტაქტზე არიან. უკვე შედგა სატელეფონო საუბარი ათეულ დიასპორულ ორგანიზაციასთან, რომლებიც, თავის მხრივ, ადგილზე მცხოვრებ ქართველებს აერთიანებს.სამინისტროს და საელჩოს წარმომადგენლები თანამემამულეებს სიფრთხილისა და საბერძნეთის მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ. ისინი ასევე დაინტერესდნენ მათი მდგომარეობით და მოუწოდეს დახმარების საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ როგორც საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს, ასევე საბერძნეთის შესაბამის უწყებებს. საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის საელჩომ სპეციალური გაფრთხილება უკვე გაავრცელა და თანამემამულეებს მიმართა – ზედმიწევნით გაითვალისწინონ საბერძნეთის სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს მოწოდებები, მოერიდონ ყველანაირ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცეცხლის გაჩენა, მოერიდონ არამიზნობრივ გადაადგილებას. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე კვამლის ან ცეცხლის შენიშვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სახანძრო დეპარტამენტს ნომერზე: 199; საბერძნეთის პოლიციას – 100; სასწრაფო დახმარებას – 166. უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს ასევე საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793.საბერძნეთში რამდენიმე დღეა ტყის ხანძრებს ებრძვიან. ხანძრის შედეგად დაიწვა ათობით სახლი, რამდენიმე ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.თითქმის მეათე დღეა საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს. ქვეყნის ტერიტორიაზე ყოველდღიურად ტყის ხანძრის ახალი კერები ჩნდება. ამ დროისათვის ყველაზე ძლიერი ხანძარი ატიკაში, კუნძულ ევიაზე – ათენიდან დაახლოებით 70 კილომეტრში, და კუნძულ პელოპონესზეა, სადაც ოლიმპიური თამაშების სამშობლო, ძველი ქალაქი ოლიმპია მდებარეობს.ხუთშაბათს, საღამოს საბერძნეთის ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში ხანძრების მაღალი რისკის შესახებ განაცხადა და მოსახლეობას ტყეებსა და ბაღებში გასვლა აუკრძალა.
https://sputnik-georgia.com/20210806/saqartvelos-saelcho-saberznetshi-tanamemamuleebs-aprtxilebs-252519579.html
https://sputnik-georgia.com/20210802/tyis-xandzrebi-saberdznetshi-252483022.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24891/04/248910498_191:0:1406:911_1920x0_80_0_0_d54562827b42fdbcbe5b651dd436d22d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო
დავით ზალკალიანი საბერძნეთში მასშტაბური ხანძრების გამო მწუხარებას გამოთქვამს
17:35 06.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) საგარეო უწყება დიასპორის წარმომადგენელებს სიფრთხილისკენ და საბერძნეთის მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბერძენ კოლეგა ნიკოს დენდიასთან სატელეფონო საუბრისას საბერძნეთში მასშტაბური ტყის ხანძრების გამო მწუხარება გამოთქვა, იუწყება საქართველოს საგარეო უწყება.
ზალკალიანმა საქართველოს მთავრობის სახელით სოლიდარობა გამოხატა ბერძენი ხალხისა და მთავრობის მიმართ. სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირისა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობა.
საბერძნეთში მიმდინარე მასშტაბური ხანძრების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საბერძნეთში საქართველოს საელჩო ადგილზე მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან მუდმივ კონტაქტზე არიან. უკვე შედგა სატელეფონო საუბარი ათეულ დიასპორულ ორგანიზაციასთან, რომლებიც, თავის მხრივ, ადგილზე მცხოვრებ ქართველებს აერთიანებს.
სამინისტროს და საელჩოს წარმომადგენლები თანამემამულეებს სიფრთხილისა და საბერძნეთის მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ. ისინი ასევე დაინტერესდნენ მათი მდგომარეობით და მოუწოდეს დახმარების საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ როგორც საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს, ასევე საბერძნეთის შესაბამის უწყებებს.
საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის საელჩომ სპეციალური გაფრთხილება უკვე გაავრცელა და თანამემამულეებს მიმართა – ზედმიწევნით გაითვალისწინონ საბერძნეთის სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს მოწოდებები, მოერიდონ ყველანაირ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცეცხლის გაჩენა, მოერიდონ არამიზნობრივ გადაადგილებას. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე კვამლის ან ცეცხლის შენიშვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სახანძრო დეპარტამენტს ნომერზე: 199; საბერძნეთის პოლიციას – 100; სასწრაფო დახმარებას – 166. უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს ასევე საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793.
საბერძნეთში რამდენიმე დღეა ტყის ხანძრებს ებრძვიან. ხანძრის შედეგად დაიწვა ათობით სახლი, რამდენიმე ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
თითქმის მეათე დღეა საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს. ქვეყნის ტერიტორიაზე ყოველდღიურად ტყის ხანძრის ახალი კერები ჩნდება. ამ დროისათვის ყველაზე ძლიერი ხანძარი ატიკაში, კუნძულ ევიაზე – ათენიდან დაახლოებით 70 კილომეტრში, და კუნძულ პელოპონესზეა, სადაც ოლიმპიური თამაშების სამშობლო, ძველი ქალაქი ოლიმპია მდებარეობს.
ხუთშაბათს, საღამოს საბერძნეთის ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში ხანძრების მაღალი რისკის შესახებ განაცხადა და მოსახლეობას ტყეებსა და ბაღებში გასვლა აუკრძალა.