უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: ივლისის მონაცემები

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovხის ჭრა
ხის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
გამოწერა
საქართველოში 1 იანვრიდან ამოქმედდა ტყის კოდექსი, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. 2021 წლის ივლისში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს
საბადურის ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხეტყის უკანონო ჭრის 140-მდე ფაქტი გამოვლინდა
ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 89 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა. იმერეთში დაფიქსირდა 36 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში – 22, ქვემო ქართლში – 19, შიდა ქართლში – 16, აჭარაში – 14, სამეგრელო–ზემო სვანეთში – 13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8, მცხეთა-მთიანეთში – 4, გურიაში კი 2.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 500 კუბური მეტრი ხეტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 47 ფაქტი. ასევე ამოღებულია 5 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი“, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0