https://sputnik-georgia.com/20210806/tailandSi-mzisgan-damcavi-kremebis-gamoyeneba-aikrZala-252521050.html
ტაილანდმა მზისგან დამცავი კრემების გამოყენება აკრძალა
ტაილანდმა მზისგან დამცავი კრემების გამოყენება აკრძალა
Sputnik საქართველო
ტაილანდი პირველი სახელმწიფო არ არის, რომელმაც ტურისტებისგან ბუნების დაცვა ამ მეთოდით გადაწყვიტა – ასეთივე წესი მოქმედებს პალაუსა და ჰავაიზეც. 06.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-06T17:04+0400
2021-08-06T17:04+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24493/69/244936903_0:292:3104:2048_1920x0_80_0_0_0892f6038281fd5ed488a6d9d326eafc.jpg
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ტაილანდში მზისგან დამცავი კრემების გამოყენება აიკრძალა, ვინაიდან ეს საზღვაო ეროვნულ პარკებში მარჯნის რიფებს ზიანს აყენებს, იუწყება ВВС.გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია იმ დამცავ საშუალებებზე, რომლებიც ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, და რომლებსაც დამსვენებლები ხშირად იყენებენ. აღნიშნული ტიპის ლოსიონები ნელა მზარდ მარჯნებს აზიანებს.ტაილანდის ბუნების დაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ის ოთხი ინგრედიენტი, რომლებიც ჩვეულებისამებრ შედის მზისგან დამცავი კრემების შემადგენლობაში, ანადგურებს მარჯნის ლარვებს, ხელს უშლის მარჯნის გამრავლებას და იწვევს რიფების გაუფერულებას.ამიერიდან ნებისმიერი, ვინც ამ წესს დაარღვევს, 100 ათასი ბატით (3 ათასი დოლარი) დაჯარიმდება.თუმცა ოფიციალურ პირებს ჯერჯერობით არ განუმარტავთ, როგორ აპირებენ ამ წესის გამოყენება–დაცვას.აღინიშნება, რომ ტაილანდი პირველი ქვეყანა არ არის, სადაც ამ სახით გადაწყვიტეს წყლის სამყაროს დაცვა ტურისტებისგან. ასეთივე აკრძალვები დაწესებულია წყნარი ოკეანის კუნძულ პალაუზე და ასევე ჰავაიზე (აშშ).
https://sputnik-georgia.com/20191008/--------246694912.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24493/69/244936903_0:96:3104:2048_1920x0_80_0_0_34b6d7c7941a038b776cb21bb7afc8c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ტაილანდმა მზისგან დამცავი კრემების გამოყენება აკრძალა
17:04 06.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) ტაილანდი პირველი სახელმწიფო არ არის, რომელმაც ტურისტებისგან ბუნების დაცვა ამ მეთოდით გადაწყვიტა – ასეთივე წესი მოქმედებს პალაუსა და ჰავაიზეც.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ტაილანდში მზისგან დამცავი კრემების გამოყენება აიკრძალა, ვინაიდან ეს საზღვაო ეროვნულ პარკებში მარჯნის რიფებს ზიანს აყენებს, იუწყება
ВВС. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია იმ დამცავ საშუალებებზე, რომლებიც ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, და რომლებსაც დამსვენებლები ხშირად იყენებენ. აღნიშნული ტიპის ლოსიონები ნელა მზარდ მარჯნებს აზიანებს.
ტაილანდის ბუნების დაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ის ოთხი ინგრედიენტი, რომლებიც ჩვეულებისამებრ შედის მზისგან დამცავი კრემების შემადგენლობაში, ანადგურებს მარჯნის ლარვებს, ხელს უშლის მარჯნის გამრავლებას და იწვევს რიფების გაუფერულებას.
ამიერიდან ნებისმიერი, ვინც ამ წესს დაარღვევს, 100 ათასი ბატით (3 ათასი დოლარი) დაჯარიმდება.
თუმცა ოფიციალურ პირებს ჯერჯერობით არ განუმარტავთ, როგორ აპირებენ ამ წესის გამოყენება–დაცვას.
აღინიშნება, რომ ტაილანდი პირველი ქვეყანა არ არის, სადაც ამ სახით გადაწყვიტეს წყლის სამყაროს დაცვა ტურისტებისგან. ასეთივე აკრძალვები დაწესებულია წყნარი ოკეანის კუნძულ პალაუზე და ასევე ჰავაიზე (აშშ).