ზაფხულის ყველაზე ცხელი დღე – სინოპტიკოსები პლუს 40 გრადუსს პროგნოზირებენ

© Sputnik / STRINGERფანტანი
ფანტანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
გამოწერა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცხელი ამინდებია ნავარაუდევი, ქვეყანაში ჰაერის მაღალი ტემპერატურა რამდენიმე დღე შენარჩუნდება.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 6 აგვისტო ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი დღე იქნება, ცალკეულ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს. 
საბადურის ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
ძლიერი სიცხეები! საქართველოში იზრდება ტყის ხანძრების რისკი
ცხელი ამინდი შენარჩუნდება 7 აგვისტოსაც, 8 აგვისტოდან კი სინოპტიკოსები ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით დაკლებას ვარაუდობენ.
6 აგვისტოს ბათუმში პლუს 30, ფოთში კი პლუს 31 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი. დღეს ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება ქუთაისში (+40 გრადუსი), რუსთავში (+38), ზუგდიდში (+37), თბილისში (+37), გორში (+36), ყვარელსა და ამბროლაურში (+35), ახალციხეში, ცაგერსა და თელავში (+34), ლენტეხსა და სიღნაღში (+33).
ყველა ახალი ამბავი
0