https://sputnik-georgia.com/20210806/saqartveloshi-nadirobis-sezoni-28-agvistos-gaixsneba-252517531.html
საქართველოში ნადირობის სეზონი 28 აგვისტოს გაიხსნება
საქართველოში ნადირობის სეზონი 28 აგვისტოს გაიხსნება
Sputnik საქართველო
ნადირობისთვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები. 06.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-06T13:11+0400
2021-08-06T13:11+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
ჩვენ და ბუნება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/02/250231421_0:167:1600:1067_1920x0_80_0_0_6e1cc83629ba63f8d50dd74d775c6e73.jpg
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 28 აგვისტოს გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.სამინისტრო მონადირეებს იმ წესებს შეახსენებს, რომლებიც მათ უნდა დაიცვან:– ნადირობამდე პირმა უნდა გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი); – შვიდი დღის განმავლობაში (გადახდის დღის ჩათვლით) ნადირობის შემთხვევაში ნადირობის მსურველმა თან უნდა იქონიოს აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით; – ნადირობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;– თუ აღნიშნული მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნება, პირს აქვს უფლება გადამფრენ ფრინველებზე ინადიროს აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომავალი წლის 1 მარტამდე პერიოდში.მოსაკრებლის გადახდა საქართველოში არსებულ ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი.უწყების ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით ნადირობის სეზონის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ. კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს - 153. ზარი უფასოა და ანონიმურობა დაცულია.ნადირობის წესების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე.
https://sputnik-georgia.com/20210226/nadirobis-sezoni-ixureba-251012960.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/02/250231421_0:115:1270:1067_1920x0_80_0_0_3e747f65dd86ae2cc45b0557ce7b780d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, ჩვენ და ბუნება , საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, ჩვენ და ბუნება , საქართველო
საქართველოში ნადირობის სეზონი 28 აგვისტოს გაიხსნება
13:11 06.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ნადირობისთვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 28 აგვისტოს გაიხსნება,
ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრო მონადირეებს იმ წესებს შეახსენებს, რომლებიც მათ უნდა დაიცვან:
– ნადირობამდე პირმა უნდა გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი);
– შვიდი დღის განმავლობაში (გადახდის დღის ჩათვლით) ნადირობის შემთხვევაში ნადირობის მსურველმა თან უნდა იქონიოს აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით;
– ნადირობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
– თუ აღნიშნული მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნება, პირს აქვს უფლება გადამფრენ ფრინველებზე ინადიროს აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომავალი წლის 1 მარტამდე პერიოდში.
მოსაკრებლის გადახდა საქართველოში არსებულ ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი.
უწყების ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით ნადირობის სეზონის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ.
კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს - 153. ზარი უფასოა და ანონიმურობა დაცულია.
ნადირობის წესების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია
ბმულზე.