https://sputnik-georgia.com/20210806/paata-imnadzis-shvili-orsuli-252518026.html
„ამბობენ ბალიში უდევსო...“ – პაატა იმნაძის შვილს, რომელიც აიცრა, სოცქსელებში აკრიტიკებენ
„ამბობენ ბალიში უდევსო...“ – პაატა იმნაძის შვილს, რომელიც აიცრა, სოცქსელებში აკრიტიკებენ
Sputnik საქართველო
ცნობილ ქართველ მეცნიერს ტყუპი გოგონა ჰყავს. მათგან ერთი – ტატა ორსულადაა და შვილს რამდენიმე კვირაში ელოდება. 06.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-06T18:02+0400
2021-08-06T18:02+0400
2021-10-19T18:03+0400
საზოგადოება
ქართველი ცნობადი სახეები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/06/252517980_0:189:2048:1347_1920x0_80_0_0_fd7d918de7a910a6774da5a97368cba1.jpg
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძეს საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ის ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე და მოსახლეობას საჭირო ინფორმაციასა და რჩევებს აძლევს. სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ აგრეთვე პაატა იმნაძის ტყუპი გოგონები – ლიზი და ტატა იმნაძეებიც.როგორც ცნობილია, ტატა იმნაძე, რომელიც ორსულადაა და მეორე შვილის მოლოდინშია, გუშინ „ფაიზერით“ აიცრა. აცრის პროცესს პაატა იმნაძეც ესწრებოდა. ვაქცინაცია მშვიდ გარემოში ჩატარადა და ტატა თავს კარგად გრძნობს.ტატა იმნაძის ვაქცინაცია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აქტიურად გააშუქა მასმედიამაც. სოციალურ ქსელში კი ამ ამბავს განსხვავებული რეაქცია და არაერთგვაროვიანი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ჩანს, ორსული ტატა იმნაძის ვაქცინაცია ბევრისთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა. ზოგი წერდა, რომ ეს ამბავი სიმართლე არ არის, ზოგი კი ამბობდა, რომ ტატა სინამდვილეში ფეხმძიმედ არ არის.68 წლის მეცნიერი ორი ქალიშვილის მამაა. პირველი მეუღლე - მაკა მეძმარიაშვილი 2011 წელს, სიმსივნით დაეღუპა. წყვილს ტყუპი ქალიშვილი დარჩა, რომლებიც დედის სიკვდილის შემდეგ მამას განსაკუთრებულად დაუახლოვდნენ. ლიზი იმნაძე დიზაინერია, მისი ტყუპისცალი ტატა კი მამის გზას გაჰყვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/06/252517980_0:124:2048:1412_1920x0_80_0_0_886748395025b808b4ed34792fe8f410.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
„ამბობენ ბალიში უდევსო...“ – პაატა იმნაძის შვილს, რომელიც აიცრა, სოცქსელებში აკრიტიკებენ
18:02 06.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ცნობილ ქართველ მეცნიერს ტყუპი გოგონა ჰყავს. მათგან ერთი – ტატა ორსულადაა და შვილს რამდენიმე კვირაში ელოდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძეს საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ის ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე და მოსახლეობას საჭირო ინფორმაციასა და რჩევებს აძლევს. სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ აგრეთვე პაატა იმნაძის ტყუპი გოგონები – ლიზი და ტატა იმნაძეებიც.
როგორც ცნობილია, ტატა იმნაძე, რომელიც ორსულადაა და მეორე შვილის მოლოდინშია, გუშინ „ფაიზერით“ აიცრა. აცრის პროცესს პაატა იმნაძეც ესწრებოდა. ვაქცინაცია მშვიდ გარემოში ჩატარადა და ტატა თავს კარგად გრძნობს.
ტატა იმნაძის ვაქცინაცია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აქტიურად გააშუქა მასმედიამაც. სოციალურ ქსელში კი ამ ამბავს განსხვავებული რეაქცია და არაერთგვაროვიანი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ჩანს, ორსული ტატა იმნაძის ვაქცინაცია ბევრისთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა. ზოგი წერდა, რომ ეს ამბავი სიმართლე არ არის, ზოგი კი ამბობდა, რომ ტატა სინამდვილეში ფეხმძიმედ არ არის.
68 წლის მეცნიერი ორი ქალიშვილის მამაა. პირველი მეუღლე - მაკა მეძმარიაშვილი 2011 წელს, სიმსივნით დაეღუპა. წყვილს ტყუპი ქალიშვილი დარჩა, რომლებიც დედის სიკვდილის შემდეგ მამას განსაკუთრებულად დაუახლოვდნენ. ლიზი იმნაძე დიზაინერია, მისი ტყუპისცალი ტატა კი მამის გზას გაჰყვა.