მელბურნში ასობით ადამიანმა მორიგი კორონავირუსული კარანტინი გააპროტესტა – ვიდეო

გამოწერა
ხუთშაბათს ავსტრალიის ქალაქ მელბურნში საპროტესტო აქცია გაიმართა. ქალაქში COVID-19-ის ახალი შემთხვევების გამო უკვე მეექვსედ გამოცხადდა „ლოკდაუნი“.
იზოლაცია შვიდი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ადამიანებს სახლის დატოვების ნებართვა ექნებათ მხოლოდ ვარჯიშისთვის, პროდუქტების საყიდლად და ვაქცინაციისათვის.
ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევიდან სამში დაუდგენელია ვინ იყო გადამტანი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დენ ენდრიუსი მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, ეს „დელტა“ შტამი იყოს. სწორედ ამიტომ მიიღო მან ვიქტორიას შტატის დაკეტვის გადაწყვეტილება.
იზოლაციის მოწინააღმდეგეები ფლინდერს-სტრიტის სადგურის კიბეებზე შეიკრიბნენ და ქუჩაში მსვლელობა გამართეს ლოზუნგებითა და პლაკატებით.
ყველა ახალი ამბავი
0