ლიბანმა ისრაელისკენ 19 რაკეტა გაუშვა: ვრცელდება ვიდეო

© photo: Sputnik / Aleksey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშირაკეტის გაშვება
რაკეტის გაშვება - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
გამოწერა
ისრაელის სასწრაფო დახმარების პრეს-სამსახურს ჯერჯერობით არ მიუღია შეტყობინებები დაშავებულების შესახებ.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. განახლებული მონაცემებით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ოცამდე რაკეტა იყო გაშვებული, რომელთაგან სამი ლიბანისავე ტერიტორიაზე ჩამოვარდა, იუწყება РИА Новости ისრაელის არმიის პრეს-მდივან ამნონ შელფერზე დაყრდნობით.
„19 რაკეტა იყო გაშვებული. სამი ლიბანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, 16-მა ისრაელის საზღვარი გადაკვეთა, რომელთაგან ათი ჩაჭერილ იქნა“, — განაცხადა შელფერმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, ისრაელის არმია „არ არის დაინტერესებული ესკალაციით, მაგრამ არავის მისცემს უფლებას, განახორციელოს ტერორის ასეთი აქტები“.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს საჰაერო განგაშის სირენები ამუშავდა ისრაელის ჩრდილოეთით, რაც უკვე მეორე შემთხვევაა მიმდინარე კვირაში. ამ დროისათვის ისრაელის არმია შეტევებს ახორციელებს ლიბანში მდებარე გამშვებ წყაროებზე.
ყველა ახალი ამბავი
0