არჩევნები 2021: ცესკომ არჩევნების ძირითადი მონაწილეები დაარეგისტრირა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს ცესკო
საქართველოს ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
გამოწერა
ბიულეტენებში 15 პარტიის რიგითი ნომერი უკვე განსაზღვრულია, დანარჩენები ნომერს რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ კენჭისყრის წესით მიიღებენ.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. პარტიების ძირითადმა ნაწილმა, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ, ცესკოში რეგისტრაცია გაიარა.
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო: ცესკომ ღონიძიებების სრული სია გამოაქვეყნა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ცესკოს მონაცემებით, რეგისტრაცია უკვე 24-მა პარტიამ გაიარა.
გარდა ამისა, ცესკომ უკვე მიანიჭა რიგითი ნომერი 15 პარტიას, რომლებიც არჩევნების შედეგად პარლამენტში გავიდნენ. დანარჩენი პარტიები რიგით ნომრებს რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ კენჭისყრის წესით მიიღებენ.

ცესკოს მონაცემებით, ამჟამად არჩევნებში მონაწილეობენ:
პარტია ნომერი ბიულეტენში
„გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი" 1
„ევროპული საქართველო" 2
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 5
„ევროპელი დემოკრატები" 6
„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები" 7
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 8
„ლელო საქართველოსთვის" 9
„ლეიბორისტული პარტია" 10
„რესპუბლიკური პარტია" 11
„კანონი და სამართალი" 12
„პროგრესი და თავისუფლება" 21
„გირჩი" (იაგო ხვიჩია) 36
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" 41
„მამული" ნომერი განისაზღვრება აგვისტოში
„ანა დოლიძე – ხალხისთვის" ნომერი განისაზღვრება აგვისტოში
„მწვანე დედამიწა" ნომერი განისაზღვრება აგვისტოში
„მესამე გზა" ნომერი განისაზღვრება აგვისტოში
„საქართველოს სოციალ–დემოკრატიული პარტია" ნომერი განისაზღვრება აგვისტოში
„საქართველოს ევროატლანტიკური გზა" ნომერი განისაზღვრება აგვისტოში
„სახე+" ნომერი განისაზღვრება აგვისტოში
„საქართველოსთვის" ნომერი განისაზღვრება აგვისტოში
„ევროპელი დემოკრატები" ნომერი განისაზღვრება აგვისტოში
„თავისუფალი დემოკრატები" ნომერი განისაზღვრება აგვისტოში
„გირჩი – მეტი თავისუფლება" ნომერი განისაზღვრება აგვისტოში
ეს არჩევნებში მონაწილე პარტიების სრული სია არაა. ის 10 აგვისტომდე კიდევ შეივსება.
ყველა ახალი ამბავი
0