„ჩემი პრინცესა...“ – ანუკი არეშიძე ოჯახის ახალი წევრის ფოტოს აქვეყნებს

© Facebook / Kakha Kaladzeკახა კალაძე და ანუკი არეშიძე
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
გამოწერა
ანუკი არეშიძემ სოციალურ ქსელში უსაყვარლესი ფოტოები და ვიდეოები გაასაჯროვა. ნახეთ დიზაინერის ოჯახის ახალი წევრი.
ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ მეგობრები და „ფოლოვერები“ ერთი საკითხის გარშემო გააერთიანა. დიზაინერმა საკუთარი ბედნიერება სოციალური ქსელის მეშვეობით გაასაჯაროვა. თბილისის მერის მეუღლემ პირადი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ფერად მოგონებაზე საჯაროდ ისაუბრა. „რა დავარქვა ჩვენ ულამაზეს პატარა გოგოს?“ – დაწერა ანუკიმ. კალაძეების ოჯახში მატებაა. ანუკიმ რამდენიმე უსაყვარლესი ფოტო და ვიდეოც არ დაიშურა. ცოტა ხნის წინ კი ახალი ძაღლების ფოტოები გაასაჯაროვა. „ჩემი პრინცესა“ დააწერა ერთ-ერთს დიზაინერმა.
ყველასათვის ცნობილია, რომ კახა კალაძის ოჯახი ცხოველების დიდი მოყვარულია. წყნეთში თბილისის მერი და დიზაინერი ანუკი არეშიძე ოთხ ვაჟთან და შვიდ ძაღლთან ერთად ცხოვრობს. ახლა მათ ოჯახს რამდენიმე ლეკვი დაემატა, რასაც ანუკი არეშიძე დიდი სიხარულით უზიარებს Insta–მეგობრებს. მათმა საყვარელმა ფრანგულმა ბულდოგმა რამდენიმე ლეკვი გააჩინა და ამის გამო კალაძეების ოჯახში დიდი ჟრიამული ატყდა. ახლა კალაძეების ვაჟებს ახალი საზრუნავი გაუჩნდათ. ბიჭები, ყველაზე უმცროსი ძმის აღზრდის გარდა, ლეკვების მოვლითაც არიან დაკავებული.
მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლა ოჯახის ყველაზე მოუსვენარი წევრია, უფროსი ძმები მის მორჯულებას სხვადასხვა ხერხებით ახერხებენ. ბიჭები ერთად ცეკვავენ, წყნეთის აგარაკის ეზოში ფეხბურთს თამაშობენ, ძაღლებს უვლიან ან მამასთან ერთად სკუტერით ერთობიან. ნიკოლა კალაძეც ცდილობს უფროს ძმებს მიბაძოს. ახლა კი ბიჭები ყველაზე პატარა კალაძესთან ერთად ლეკვებისთვის სახელების მოფიქრებას ცდილობენ. ამაში მათი მოდური დედაც აქტიურადაა ჩართული.
ანუკი არეშიძის ერთი ჩვეულებრივი დღე ბიჭების გარემოცვაში იწყება და სრულდება. ნიკოლა კალაძე კი სამსახურიდან დაბრუნებულ მამას ყოველდღე ფანჯარასთან ელოდება. კახა კალაძეს და ნიკოლას განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება აკავშირებთ. ახლა მათი პირადი ცხოვრება ბევრად დატვირული გახდა. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა. ანუკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.
ყველა ახალი ამბავი
0