აჭარის ღირსშესანიშნაობები საფოსტო ბარათებზე გაჩნდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგონიოს ციხე
გონიოს ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
გამოწერა
მომავალი კვირიდან „საქართველოს ფოსტის" რიგ სერვის-ცენტრებში მომხმარებლები მიიღებენ საფოსტო ბარათებს აჭარის ფოტოებით.
თბილისი, 6 აგვისტო  — Sputnik. აჭარის ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული ადგილების პოპულარიზაციის მიზნით მათი რეკლამირება საფოსტო ბარათების საშუალებით მოხდება, ნათქვამია „საქართველოს ფოსტის“ Facebook-გვერდზე.
პროექტი, რომლის მიზანი ტურიზმისთვის ხელშეწყობაა, „საქართველოს ფოსტისა“ და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
აჭარის ღირსშესანიშნაობებით საფოსტო ბარათები „საქართველოს ფოსტის“ სერვის-ცენტრებში მომავალი კვირიდან გაჩნდება.
ქვეყანაში „საქართველოს ფოსტის“ 81 სერვის-ცენტრი ფუნქციონირებს, აქედან შვიდი – აჭარაში.
აჭარაში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნა.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარებაა, აჭარაში ტურისტული სეზონი მაინც გრძელდება.
 
ყველა ახალი ამბავი
0