პირობით მსჯავრდებულებს ახლებურად გააკონტროლებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციელები
პოლიციელები - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამოწერა
თუ ამჟამად პრობაციონერები საცხოვრებლის მიხედვით რაიონულ ოფისებში აღირიცხებიან, მალე ისინი აღრიცხვას სხვადასხვა დაწესებულებაში სპეციალური აპარატების მეშვეობით შეძლებენ.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. დამნაშავეებს, რომლებიც პირობით სასჯელს იხდიან, თანამედროვე სისტემების მეშვეობით გააკონტროლებენ, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
ამჟამად პრობაციონერები კვირაში ერთხელ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონულ ოფისებში აღირიცხებიან.
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
საქართველოს 2022 წელს ევროპული სტანდარტების საპატიმრო ექნება
ბრეგაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში საქართველოში გაჩნდება ახალი სისტემები Probbox – კამერებით აღჭურვილი სპეციალური აპარატები და აპარატები თითების ანაბეჭდების ასაღებად, რომლებიც პრობაციონერების უფრო ეფექტურად გაკონტროლების საშუალებას იძლევა.
ეს აპარატები საზოგადოებრივ ცენტრებში, იუსტიციის სახლებსა და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების შენობებში დამონტაჟდება.
თუ პირობითად მსჯავრდებულს აღნიშვნა დაავიწყდება, ინფორმაციას ამის შესახებ მაშინვე მიიღებს მისი ოფიცერი.
საქართველოში 1 ივლისისთვის სულ 17,3 პირი იყო, რომლებსაც პირობითი სასჯელი აქვთ დაკისრებული. მათ 128 ოფიცერი აკონტროლებს. შესაბამისად, ერთ ოფიცერზე საშუალოდ 135 პატიმარი მოდის.
ყველა ახალი ამბავი
0