პაატა იმნაძის ორსული ქალიშვილი „ფაიზერით“ აიცრა – ფოტოები

© photo: Paata Imnadze / FBპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამოწერა
ცნობილ ქართველ მეცნიერს ტყუპი გოგონა ჰყავს. მათგან ერთი - ტატა ორსულადაა და შვილს რამდენიმე კვირაში ელოდება.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში „ფაიზერის“ ვაქცინით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის ორსული ქალიშვილი აიცრა.
პროცესს აკვირდებოდა პაატა იმნაძეც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით ფეხმძიმეების აცრა დაშვებულია. იმნაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სხვა წარმოების ვაქცინით ორსულების აცრა არ მიმდინარეობს.
„ოჯახში ჩემი ქალიშვილი ერთადერთი იყო, რომელსაც ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული, რომელიც არის ფეხმძიმედ და ამიტომ ელოდებოდა იმ ვაქცინას, რომელიც არის დაშვებული ორსულებისთვის. ბედნიერი ვარ, რადგან ოჯახის ყველა წევრი აცრილი მყავს და ვიცი, რომ ამ დაავადების საწინააღმდეგოდ სხვას ვერაფერს ვიზამთ გარდა იმისა, რომ ყველანი ვიყოთ აცრილები, რათა ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლე იყოს დაცული“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
68 წლის მეც­ნი­ე­რი ორი ქა­ლიშ­ვი­ლის მა­მაა. პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე - მაკა მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი 2011 წელს, სიმ­სივ­ნით და­ე­ღუ­პა. წყვილს ტყუ­პი ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა, რომ­ლე­ბიც დე­დის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ მა­მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­უ­ახ­ლოვ­დნენ. ლიზი იმ­ნა­ძე დიზაინერია, მისი ტყუ­პის­ცა­ლი ტატა კი მა­მის გზას გაჰყ­ვა.
ყველა ახალი ამბავი
0