ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილი ქმარი უკრაინელ ლამაზმანთან ერთად ისვენებს – ფოტოები

© Photo: Katalina Dida / FBკატალინა დიდა ერეკლე კოდუა
კატალინა დიდა ერეკლე კოდუა - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამოწერა
ცნობილი ჟურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილმა მეუღლემ ერეკლე კოდუამ უკრაინელ ლამაზმანზე ნანუკასთან დაშორების შემდეგ იქორწინა.
შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) ყოფილმა დირექტორმა ერეკლე კოდუამ უნგრეთში ცოლი რამდენიმე წლის წინ მოიყვანა. ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილმა ქმარმა უკრაინელი კატალინა დიდა დანიშნა და ახლა წყვილი ერთად ცხოვრობს.
„ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ წყვილი ბევრს მოგზაურობს, სტუმრად ქართველ ნათესავებსაც იღებენ და სახლში ხუთ შინაურ ცხოველს უვლიან - სამ კატას და ორ ძაღლს. წყვილს უნგრეთში ჯერ ერეკლეს ძმა და რძალი, შემდეგ კი შვილები სტუმრობდნენ.
კატალინა დიდა, რომელიც, სავარაუდოდ, წლებია სპორტულ ცხოვრებას მისდევს, ცდილობს ვარჯიშში ერეკლეც ჩაითრიოს. ცოტა ხნის წინ მან „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ მასთან ერთად ერეკლეც ვარჯიშობს.
ერეკლე კოდუას ორი ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს. ეს მისთვის მესამე ქორწინებაა. როგორც ჩანს, კოდუას მეუღლეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს მეუღლის ნათესავებთან. სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი „იმედის” საქმეზე პასუხისგებაშია მიცემული, თუმცა ის წლებია საქართველოში არ ცხოვრობს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კოდუა საზღვარგარეთ წავიდა. ქვეყნიდან წასულ ერეკლე კოდუას საქართველოში ოჯახი დაენგრა, ის და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ერთმანეთს გაშორდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0