„მზად ვარ თავგადასავლებისთვის...“ – ორსული ნანუკა გოგიჩაიშვილი ამერიკაში აიცრა

© Photo: Nanuka Gogichaishvili / FBნანუკა გოგიჩაიშვილი
ნანუკა გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამოწერა
ნანუკამ და „ზარაფხანის“ ხელმძღვანელმა დასავლეთ ჰოლივუდი დაიპყრეს. წყვილი რამდენიმე თვეა შტატებში იმყოფება. მათი ყოველდღიური ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსა.
მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი მეუღლესთან ნიკოლოზ ნაყოფიასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში იმყოფება. ნანუკა ხელმომწერებს ხშირად უზიარებს ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს და დასმულ კითხვებსაც აქტიურად პასუხობს.
View this post on Instagram

A post shared by Senpai™ (@nanukagogicha)

„ჩაწერილი ვარ, მალე მიწევს აცრა. მთელი ოჯახი ვაქცინირებული მყავს ორივე დოზით და ძალიან მშვიდად ვარ. თუ რამე გაეჭვებთ, ყოველთვის ჯობია, თავად მოიძიოთ ინფორმაცია. მე, იანვრიდან მოყოლებული, იმხელა ინფორმაცია მაქვს ამ თემაზე, რომ დისერტაციასაც დავიცავ. ისევ თქვენივე სიმშვიდისთვის, წაიკითხეთ თქვენი თვალით და უფრო ბევრს გაიგებთ“, – დაწერა რამდენიმე დღის წინ ნანუკა გოგიჩაიშვილმა „ინსტაგრამზე“. დღეს კი მოდელმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც წერს, რომ ვაქცინა უკვე გაიკეთა და მზად არის თავგადასავლებისთვის.
View this post on Instagram

A post shared by Senpai™ (@nanukagogicha)

ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ხელმომწერების მხრიდან, რომლებმაც ნანუკასადმი კომპლიმენტები არ დაიშურეს: „ძალიან ლამაზი ორსული ხარ“, „სილამაზე და საოცრება ხარ“ – წერენ „ინსტაგრამზე“.
View this post on Instagram

A post shared by Senpai™ (@nanukagogicha)

„მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელი ნანუკა გოგიჩაიშვილი პირველ შვილს ელოდება. ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ნიკოლოზ ნაყოფიამ პანდემიის დასაწყისში კახეთში, ალავერდის მონასტერში დაიწერეს ჯვარი.
ყველა ახალი ამბავი
0