ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანი ციხიდან გაათავისუფლეს

CC BY 2.0 / Blogtrepreneur / Legal Gavel & Closed Law Bookმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამოწერა
ლუკა სირაძის საქმეზე ბრალი პოლიციის უფროს გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს წარუდგინეს. მას ბრალად ედებოდა მოზარდისთვის ჩვენების მიცემის იძულება.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია. ინფორმაცია ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა.
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2020
ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმე: გამომძიებელ ჩოლოიანს სამი წლით პატიმრობა შეეფარდა
გამომძიებელი ციხიდან რამდენიმე საათის წინ გამოუშვეს. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს 15 წლის მოზარდის მიმართ იძულების ფაქტზე იხდიდა, ვადაზე ადრე შეწყალების კომისიამ გაათავისუფლა.
„მარიანა ჩოლოიანი გათავისუფლდა საბჭოს გადაწყვეტილებით, მას კანონმდებლობით ეხებოდა პირობით ადრე გათავისუფლება. საბჭომ უარი განუცხადა მარიანა ჩოლოიანს, რის შემდეგაც დაცვის მხარემ გაასაჩივრა გადაწყვეტილება.  სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბათილად ეცნო საბჭოს გადაწყვეტილება. კრიტერიუმებს ნამდვილად აკმაყოფილებდა ჩოლოიანი. კანონით გათვალისწინებულია ეს კრიტერიუმები, მაგალითად, სასჯელაღსრულებაში ქცევა, შენიშვნა და საყვედური არ უნდა ჰქონდეს, არ უნდა არღვევდეს შინაგანაწესს. კანონი არ ითვალისწინებს, რომ მოხდეს რაიმე პოზიციის შეჯერება დაზარალებულ მხარესთან“, – ამბობს ჩოლოიანის ადვოკატი.
ჩოლოიანის გათავისუფლება მოულოდნელი აღმოჩნდა გარდაცვლილი ლუკა სირაძის ოჯახისთვის. მისი ძმის თქმით, ჩოლოიანმა გათავისუფლება სისტემაში მომუშავე მეგობრების საშუალებით შეძლო.
ლუკა სირაძე სკოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2019
„მთელი საქართველო და თბილისი ჩემი უბანია“ – სოციალურ ქსელში ლუკა სირაძის ვიდეო ვრცელდება
მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეუფარდა.
2019 წლის 11 დეკემბერს მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს. ლუკა სირაძე მიღებული დაზიანებების შედეგად 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მანამდე გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორივეჯერ მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა.
დაკავებული მარიანა ჩოლოიანის გარდა, ლუკა სირაძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილება მაშინ კიდევ ორ პოლიციელს შეუწყდა.
ყველა ახალი ამბავი
0