https://sputnik-georgia.com/20210805/lasha-talaxadzis-eqimi-sazogadoebas-mimartavs-252509978.html
„არ გვეწყინება! ნუ მოხვალთ აეროპორტში!“ – ლაშა ტალახაძის ექიმი გულშემატკივრებს მიმართავს
„არ გვეწყინება! ნუ მოხვალთ აეროპორტში!“ – ლაშა ტალახაძის ექიმი გულშემატკივრებს მიმართავს
Sputnik საქართველო
ლაშა ტალახაძემ საქართველოს დელეგაციას ოლიმპიადაზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა. პირველი ოქროს მედალი ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (–90 კგ) მოიპოვა. 05.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-05T11:55+0400
2021-08-05T11:55+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/05/252511076_0:74:3072:1802_1920x0_80_0_0_8a0439a3ab73eb01dc3419b4a2f55489.jpg
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ძალოსნობის ნაკრების ექიმმა გიორგი ჭინჭარაულმა, ქართველი ძალოსნების წარმატებული გამოსვლის შემდეგ, თავის სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.ექიმი წერს, რომ ბევრი ეკითხება საქართველოში ჩამოსვლის დროს და უნდათ დახვედრა, თუმცა ქვეყანაში გამძაფრებული ეპიდსიტუაციის გამო მეგობრებს და ნათესავებს მიმართავს თხოვნით – დარჩნენ სახლში და ნუ მივლენ აეროპორტში.„ვიცი რომ გიხარიათ, ვიცი რომ გინდათ ლაშასთან ფოტოები, გინდათ პირადად მიულოცოთ, მაგრამ ჩემი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ლაშას აზრიც ასეთია – სხვა დროს, სხვა შეჯიბრის შემდეგ. დღეს არ გვეწყინება! პირიქით! მოხარულები ვიქნებით, თუ გაუფრთხილდებით ერთმანეთის ჯანმრთელობას! მადლობა გულშემატკივრობისათვის“, – დაწერა ექიმმა.ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა. პირველი ოქროს მედალი ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (–90 კგ) მოიპოვა.ქართველმა ძალოსანმა ატაცში პირველ ცდაზე ჯერ 208 კილოგრამი შეუკვეთა, რაც თავისუფლად დაძლია. მეორე ცდაზე ლაშამ 215 კილოგრამის აწევა შეძლო, ხოლო მესამე, ბოლო გამოსვლაზე 223 კილოგრამი ასწია, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია. ტალახაძე შესანიშნავად გამოვიდა აკვრაშიც, მან პირველად 245 კილოგრამი დაძლია, მეორე ცდაზე 255 შეუკვეთა და ესეც – წარმატებით, ხოლო ბოლო, მესამე გამოსვლაზე 265 კილოგრამი ასწია, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.ლაშა ტალახაძემ ვარჯიშის დროს ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა >>>საბოლოოდ 27 წლის ქართველი ძალოსანი რიოს 2016 წლის და ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია და პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიურ ოქროს ორჯერ დაეუფლა. ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. უნდა აღინიშნოს, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდეც ყველა მსოფლიო რეკორდი ქართველ ძალოსანს ეკუთვნოდა.
https://sputnik-georgia.com/20210804/lasha-talaxadze-olimpiuri-chempionia-252504131.html
https://sputnik-georgia.com/20210804/pirveli-pirebi-talaxaZes-gamarjvebas-ulocaven-252505827.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/05/252511076_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_6325ec7d7e944b89d45a71d439f2da42.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე, საქართველო
„არ გვეწყინება! ნუ მოხვალთ აეროპორტში!“ – ლაშა ტალახაძის ექიმი გულშემატკივრებს მიმართავს
11:55 05.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ლაშა ტალახაძემ საქართველოს დელეგაციას ოლიმპიადაზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა. პირველი ოქროს მედალი ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (–90 კგ) მოიპოვა.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ძალოსნობის ნაკრების ექიმმა გიორგი ჭინჭარაულმა, ქართველი ძალოსნების წარმატებული გამოსვლის შემდეგ, თავის სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
ექიმი წერს, რომ ბევრი ეკითხება საქართველოში ჩამოსვლის დროს და უნდათ დახვედრა, თუმცა ქვეყანაში გამძაფრებული ეპიდსიტუაციის გამო მეგობრებს და ნათესავებს მიმართავს თხოვნით – დარჩნენ სახლში და ნუ მივლენ აეროპორტში.
„ვიცი რომ გიხარიათ, ვიცი რომ გინდათ ლაშასთან ფოტოები, გინდათ პირადად მიულოცოთ, მაგრამ ჩემი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ლაშას აზრიც ასეთია – სხვა დროს, სხვა შეჯიბრის შემდეგ. დღეს არ გვეწყინება! პირიქით! მოხარულები ვიქნებით, თუ გაუფრთხილდებით ერთმანეთის ჯანმრთელობას! მადლობა გულშემატკივრობისათვის“, – დაწერა ექიმმა.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა. პირველი ოქროს მედალი ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (–90 კგ) მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში პირველ ცდაზე ჯერ 208 კილოგრამი შეუკვეთა, რაც თავისუფლად დაძლია. მეორე ცდაზე ლაშამ 215 კილოგრამის აწევა შეძლო, ხოლო მესამე, ბოლო გამოსვლაზე 223 კილოგრამი ასწია, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია. ტალახაძე შესანიშნავად გამოვიდა აკვრაშიც, მან პირველად 245 კილოგრამი დაძლია, მეორე ცდაზე 255 შეუკვეთა და ესეც – წარმატებით, ხოლო ბოლო, მესამე გამოსვლაზე 265 კილოგრამი ასწია, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.
საბოლოოდ 27 წლის ქართველი ძალოსანი რიოს 2016 წლის და ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია და პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიურ ოქროს ორჯერ დაეუფლა. ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. უნდა აღინიშნოს, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდეც ყველა მსოფლიო რეკორდი ქართველ ძალოსანს ეკუთვნოდა.