გლამურული დასვენება – გია სურამელაშვილი აუზიდან ვარდისფერ ფლამინგოზე პოზირებს

© Facebook / Gia suramelashviliგია სურამელაშვილი
გია სურამელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამოწერა
უკვე 30 წელზე მეტია, რაც არ ნელდება ინტერესი ცნობილი ქართველი მომღერლის გია სურამელაშვილის პირადი ცხოვრების მიმართ.
მომღერალი გია სურამელაშვილი სოციალური ქსელის მომხარებლებს ხშირად ანებივრებს საკუთარი ფოტოებით. ამჯერად მომღერალმა „ფეისბუქის“ საშუალებით მისი აუზის ფოტო გამოაქვეყნა, ხოლო მისი თაყვანისმცემლების ინტერესი, თუ სად იმყოფება ის, არ დააკმაყოფილა.
მომღერალი მართლაც არაჩვეულებრივ ფორმაშია. ინტერვიუებში ბოლო დროს ხშირად ამბობს, რომ დროთა განმავლობაში ასაკობრივ შეზღუდვას ვეღარ გრძნობს ადამიანი და ასაკს მნიშვნელობა აღარ აქვს, როცა წინ ბევრი ბედნიერება გელოდებათ.
გია სურამელაშვილს დღემდე ჰყავს თაყვანისმცემლების ამალა, რომლებიც გულთბილი კომენტარებით ანებივრებენ მომღერალს.
ყველა ახალი ამბავი
0