https://sputnik-georgia.com/20210805/gaxarias-partiam-merobis-pirveli-kandidati-waradgina-252514166.html
გახარიას პარტიამ მერობის პირველი კანდიდატი წარადგინა
გახარიას პარტიამ მერობის პირველი კანდიდატი წარადგინა
Sputnik საქართველო
გახარიას პარტიიდან პირველ კანდიდატად გია ცეცხლაძე დასახელდა, რომელიც ადრე გურიის გუბერნატორის მრჩეველი იყო. 05.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-05T19:38+0400
2021-08-05T19:38+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0b/252279830_0:203:3072:1941_1920x0_80_0_0_c55353ac800f1024621c36ebdfb851db.jpg
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ მერების კანდიდატების წარდგენა ოზურგეთიდან დაიწყო.გახარიამ საკუთარი პარტია ივნისის დასაწყისში დააარსა. პარტიის ძირითდ ბირთვს წარმოადგენენ სხვადასხვა უწყების ყოფილი ჩინოვნიკები. გახარიას პარტიიდან მერობის პირველი კანდიდატი გურიის გუბერნატორის ყოფილი მრჩეველი გია ცეცხლაძე გახდა. მასმედიის ვერსიით, მის კანდიდატურას ოზურგეთის მერის პოსტზე განიხილავდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოც“.ოზურგეთის მერობისთვის წინასაარჩევნო რბოლაში ცეცხლაძის გარდა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კანდიდატი, „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ავთანდილ თალაკვაძე მონაწილეობს.მერების ოფიციალური რეგისტრაცია 8 სექტემბერს დასრულდება. საკუთარი კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ როგორც პარტიებს, ისე საინიციატივო ჯგუფებს.თავად არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. ექსპერტების პროგნოზით, არჩევნებზე ძირითადი კონკურენცია „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაჩაღდება. ამასთან, რიგი ექსპერტები ფსონს გახარიას პარტიაზეც დებენ – როგორც ალტერნატიულ ძალაზე.
https://sputnik-georgia.com/20210730/qartuli-ocneba-sheshinda-gaxaria-mishelis-shetanxmebis-anulirebaze-252464320.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0b/252279830_0:107:3072:2037_1920x0_80_0_0_af1b90d793ff67114d8941ad1262e9cc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
გახარიას პარტიამ მერობის პირველი კანდიდატი წარადგინა
19:38 05.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) გახარიას პარტიიდან პირველ კანდიდატად გია ცეცხლაძე დასახელდა, რომელიც ადრე გურიის გუბერნატორის მრჩეველი იყო.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ მერების კანდიდატების წარდგენა ოზურგეთიდან დაიწყო.
გახარიამ საკუთარი პარტია ივნისის დასაწყისში დააარსა. პარტიის ძირითდ ბირთვს წარმოადგენენ სხვადასხვა უწყების ყოფილი ჩინოვნიკები.
გახარიას პარტიიდან მერობის პირველი კანდიდატი გურიის გუბერნატორის ყოფილი მრჩეველი გია ცეცხლაძე გახდა. მასმედიის ვერსიით, მის კანდიდატურას ოზურგეთის მერის პოსტზე განიხილავდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოც“.
„ოზურგეთი ჩვენი პარტიისთვის გამორჩეულია იმითაც, რომ ჩვენ არ დაგვჭირდა იმაზე ფიქრი, თუ ვინ იქნებოდა ჩვენი სახე და ჩვენი კანდიდატი. მას ყველა იცნობთ – იგი არის კეთილსინდისიერი ჩინოვნიკის განსახიერება, რომელიც დიდი ხანია ემსახურება საკუთარ ქვეყანას. ჩემთვის დიდი პატივია, რომ იგი დღეს ჩვენს გვერდითაა“, – განაცხადა გახარიამ ოზურგეთში.
ოზურგეთის მერობისთვის წინასაარჩევნო რბოლაში ცეცხლაძის გარდა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კანდიდატი, „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ავთანდილ თალაკვაძე მონაწილეობს.
მერების ოფიციალური რეგისტრაცია 8 სექტემბერს დასრულდება. საკუთარი კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ როგორც პარტიებს, ისე საინიციატივო ჯგუფებს.
თავად არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. ექსპერტების პროგნოზით, არჩევნებზე ძირითადი კონკურენცია „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაჩაღდება. ამასთან, რიგი ექსპერტები ფსონს გახარიას პარტიაზეც დებენ – როგორც ალტერნატიულ ძალაზე.