გაერთიანებულმა სამეფომ საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა

© AFP / TOLGA AKMENლონდონი
ლონდონი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი გავრცელების გამო გაერთიანებული სამეფოსთვის საქართველო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაღალ რისკს წარმოადგენს, აცხადებენ საელჩოში.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიმდინარე წლის 8 აგვისტოდან საქართველო გაერთიანებული სამეფოს ე.წ. წითელ სიაში გადაინაცვლებს. ინფორმაციას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
რატომ იზრდება კორონავირუსის შემთხვევები ქვეყანაში – თამარ გაბუნიას განმარტება
საელჩოს ცნობით, საქართველო კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის მაღალ რისკს წარმოადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსთან ერთად გაერთიანებული სამეფოს „წითელ სიაში“ მაიოტა, მექსიკა და რეიუნიონი მოხვდნენ.
თებერვლიდან გაერთიანებულ სამეფოში „წითელ სიაში" შემავალი ქვეყნებიდან და ტერიტორიებიდან ჩასული მოქალაქეებისთვის სავალდებულოა 10-დღიანი კარანტინის გავლა სპეციალურ საკარანტინო დაწესებულებაში.
საელჩოს ცნობით, აღნიშნული ცვლილება 8 აგვისტოს დილის 4:00 საათიდან შედის ძალაში.
მანამდე საქართველო ე.წ. წითელ სიაში შეიყვანა ისრაელმა, ასევე ბულგარეთმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვერ შეუშვებს.
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
რამდენ ხანს გაგრძელდება მეოთხე ტალღის პიკი და რას პროგნოზირებენ ეპიდემიოლოგები
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის და ამჟამად მისი პიკია. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია. 
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.670-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 436.573-ს მიაღწია. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვირუსის დასამარცხებლად აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის 60–70% იყოს ვაქცინირებული.
5 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 564.691 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 178.077 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური