გააუქმეთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა: დასავლეთი რუსეთს მიმართავს

© AP Photo / Virginia Mayoაშშ-სა და ევროკავშირის დროშები
აშშ-სა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამოწერა
რამდენიმე დასავლურმა სახელმწიფომ, მათ შორის, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და სხვა სახელმწიფოებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს რუსეთის ფედერაციას.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს „საქართველოს განუყოფელი ნაწილების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის“ დამოუკიდებლობის აღიარება, რასთან დაკავშირებითაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
„აეროფლოტის“ თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
რუსეთი მზადაა განიხილოს საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი
განცხადება, რომელსაც ხელს აწერენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ირლანდია, ნორვეგია, ესტონეთი და გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი წევრი ალბანეთი, რუსეთ–საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის მე-13 წლისთავს ეძღვნება. სწორედ ამ კონფლიქტის შემდეგ აღიარა რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.
„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას <...>, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული და უშიშროების ძალები და გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“, — ნათქვამია დოკუმენტში.
განცხადების ავტორები გმობენ რუსეთის „სამხედრო ყოფნასა და სამხედრო სწავლებებს საქართველოს ტერიტორიაზე, გაძლიერებულ სასაზღვრო პროცესს, თვითნებურ დაკავებებს, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებებს, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და ადმინისტრაციული — სასაზღვრო ზოლების ხანგრძლივ ჩაკეტვას, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას გალისა და ახალგორის რაიონებში და მშობლიურ ენაზე სწავლების აკრძალვას“.
ამასთან ისინი მოითხოვენ ირაკლი ბებუასა და საქართველოს სხვა მოქალაქეების დაუყოვნებელ გათავისუფლებას, „რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებული“.
კიდევ ერთი მოთხოვნა ითვალისწინებს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრისა და სხვა საერთაშორისო და რეგიონული უფლებადამცველი მექანიზმების დაუყოვნებლივ დაშვებას ხსენებულ ტერიტორიებზე.
გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ უკვე გააკეთა კომენტარი აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით და დასავლელი კოლეგების მოწოდებას „ფანტომური ტკივილები“ უწოდა, ხოლო აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას — „რეალობა, რომლის იგნორორებაც შეუძლებელია“.
ყველა ახალი ამბავი
0